კატეგორიები

„პოლონეთს აქვს თავდაცვის უფლება“ – ევროპარლამენტის პრეზიდენტი

„პოლონეთს აქვს თავდაცვის უფლება“ – ევროპარლამენტის პრეზიდენტი

პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრას თავდასხმას უწოდებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.

რობერტა მეცოლამ მოსკოვის ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ ვარშავას აქვს თავდაცვის უფლება.

მისი თქმით, ასეთი თავდასხმის ფონზე ევროკავშირი კიდევ უფრო მტკიცე და ერთიანი უნდა გახდეს, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით:

„პოლონეთს აქვს თავდაცვის უფლება. ჩვენ ჯერ კიდევ ვაკვირდებით მომხდარს და ვიკვლევთ, რა მოხდა. ვნახეთ პოლონეთის ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებები. თუმცა, ნუ შეხვალთ შეცდომაში, პოლონეთს თავდაცვის სრული უფლება აქვს.

როგორი რეაგირება შეიძლება გვქონდეს ამ თავდასხმაზე მე და ევროკავშირს? ევროკავშირი რჩება ერთიანი. პოლონეთი არის არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ნატოს წევრი სახელმწიფოც. აქ დგება არა მხოლოდ ჩვენი საერთო თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობის საკითხი, არამედ რამდენად მზად ვართ, გავუმკლავდეთ მსგავს თავდასხმას“.

10 სექტემბერს პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა დრონებმა დაარღვიეს ქვეყნის საჰაერო სივრცე.

Related news
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული შეკავების განახლებულ ხედვას წარადგენს უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა
სხვა ამბები