კატეგორიები

„თბილისის რიტმი“

„თბილისის რიტმი“
მსოფლიოში ნომერ პირველ აკორდეონისტად აღიარებული ფრანგი მუსიკოსი და კომპოზიტორი, რიშარ გალიანო ახალ ალბომს თბილისში, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე წარადგენს.

მუსიკოსი მსმენელის წინაშე ფრანგ ვირტუოზებთან – გიტარისტ ადრიან მოინიართან და კონტრაბასისტ ფილიპ არტსთან ერთად, 9 სექტემბერს წარდგება.

სწორედ გალიანოს საპრემიერო კონცერტით დაიხურება სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, „თბილისი რიტმის“ 2025 წლის სეზონი.

ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში ისაუბრა ფესტივალის დამფუძნებელმა, ანი ლაღიძემ.

Related news
ინოვაციის კონკურსი დარგობრივი უნარები
სხვა ამბები