კატეგორიები

„რუსეთს მშვიდობა არ სურს“ – კაია კალასი

„რუსეთს მშვიდობა არ სურს“ – კაია კალასი
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ვროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას გამოეხმაურა.

„რუსეთის ყოველი თავდასხმა განზრახ გაკეთებული არჩევანი და გზავნილია, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს. დღევანდელი დარტყმები, მათ შორის კიევში სამთავრობო შენობაზე, ესკალაციის აშკარა ნიშანია. ვაგრძელებთ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერასა და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას“, – წერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონითა და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. პირველადი ცნობით, დაიღუპა 2 ადამიანი – დედა და მისი 3 თვის ჩვილი. არიან დაშავებულები. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში მთავრობის შენობაც დაზიანდა.

Related news
ევროპელი ლიდერების პოზიციაა - ახლო აღმოსავლეთში შეწყდეს იერიშები სტრატეგიულ და სამოქალაქო ობიექტებზე სლოვენიაში არჩევნები უცხოელ ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე ჩატარდება
სხვა ამბები