კატეგორიები

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა დრონებითა და სხვადასხვა ტიპის რაკეტით, რასაც, ბოლო ინფორმაციით, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა ერთ-ერთი სამთავრობო შენობის თავზეც.

უკრაინულმა მხარემ უკვე დაადასტურა, რომ 7 სექტემბრის თავდასხმას ქალი და მისი სამი თვის შვილი ემსხვერპლნენ. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა გამოიყენა 810 დრონი, თუმცა უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათ 747 დრონი და 4 რაკეტა გაანეიტრალეს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მზადაა,  შეხვდეს პუტინს სამშვიდობო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და აიძულოს მას ომის დასრულება.

დაკავშირებული ამბები
კიევში მიესალმებიან კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „ჯოჯოხეთური სანქციების“ მიღებას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კანადა უკრაინას 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოუყოფს
სხვა ამბები