კატეგორიები

MTV Video Music Awards 2025

MTV Video Music Awards 2025

4 ჯილდო მათ შორის „წლის არტისტის” სტატუსი – ლედი გაგა MTV-ის მუსიკალური ვიდეოების 2025 წლის დაჯილდოების მთავარი ტრიუმფატორია.

ლედი გაგას მხოლოდ ერთი ჯილდოთი ჩამორჩა პოპმომღერალი არიანა გრანდე. ის ასევე მთავარი პრიზის მფლობელიც გახდა – გაიმარჯვა წლის ვიდეოს კატეგორიაში.

3 ჯილდო მიიღო ასევე საბრინა კარპენტერმაც.

დაუვიწყარო საღამოს ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იყო რიკი მარტინის გამოსვლა. მან მიიღო  „ლათინო ლეგენდის ჯილდო“, რომელიც თავის შვილებს მიუძღვნა.

სპეციალური ჯილდო მერაია ქერიმ დაიმსახურა. „მხოლოდ ერთმა დედოფალმა” – როგორც მას არიანა გრანდემ უწოდა…

მერაია ქერის გამოსვლა MTV-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, 7 სექტემბერი, 2025 წელი Photo By Charles Sykes/Invision/AP

და, რა თქმა უნდა, წლევანდელ დაჯილდოებაზე ბევრი ისაუბრეს ოზი ოსბორნზე. ამ საღამოს ყველზე ემოციური მომენტი კი სწორედ ოზის პატივსაცემად შესრულებული დაუვიწყარი ჰიტები იყო.

Related news
კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარი ფილმს „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“ გადაეცა
სხვა ამბები