მთავარიევროპაუკრაინა„ეს ომი ყველაზე მარტივად მოსაგვარებელი მეგონა“ - დონალდ ტრამპი რუსეთის ომზე უკრაინაში

„ეს ომი ყველაზე მარტივად მოსაგვარებელი მეგონა“ – დონალდ ტრამპი რუსეთის ომზე უკრაინაში

აშშ-ის პრეზიდენტის ცნობით, 9 ან 10 სექტემბერს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შესაძლო გზების განსახილველად, ვაშინგტონში რამდენიმე ევროპელი ლიდერი ჩავა.

დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია ამ შეხვედრის ზუსტი თარიღი და არც ის, თუ რომელი ქვეყნის ლიდერებს ელის თეთრ სახლში. აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ომის დასრულება კვლავ შეუძლია. თუმსა ის რუსეთისთვის სანქიების დასაწესებლად მზადყოფნასაც გამოთქვამს.

„რუსეთის მიმართ ასეთი სიმკაცრე არავის გამოუჩენია. ეს სიმკაცრე გამოიხატა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მილსადენების საკითხსა და ბევრ სხვა შემთხვევაშიც. თუმცა მე უკმაყოფილო ვარ არსებული მდგომარეობით. თქვენ იცით, რომ ამ ომს ჩვენზე გავლენა არ აქვს, ჩვენი ჯარისკაცები არ იხოცებიან. გეუბნებოდით, რომ ყოველკვირეულად 5000-იდან 7000-ამდე უკრაინელი და რუსი ჯარისკაცი იღუპება. ეს საშინელებაა. ვფიქრობ, ყველაფერი მოგვარდება. შვიდი ომი დავასრულე და მეგონა, ეს ომი ყველაზე მარტივი მოსაგვარებელი იქნებოდა, მაგრამ ომში არ იცი, რა მოხდება. მაინც მჯერა, რომ მოგვარება შეგვიძლია, თუმცა ამ ეტაპზე კმაყოფილი არ ვარ. ეს ადამიანების ხარჯზე დროის ფუჭი კარგვაა“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ინფორმაცია რუსეთისთვის სანქციების შესაძლო დაწესების თაობაზე, ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმაც დაადასტურა.

„მზად ვართ, რუსეთზე ზეწოლა გავაძლიეროთ, მაგრამ გვჭირდება, რომ  ევროპელი პარტნიორებიც გამოგვყვნენ, რადგან თუ აშშ და ევროკავშირი ამას ერთად გააკეთებენ, დააწესებენ მეტ სანქციას, მეორეულ ტარიფს იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, რუსეთის ეკონომიკა კოლაფსს განიცდის და პრეზიდენტი პუტინი იძულებული გახდება, მოლაპარაკებას დასთანხმდეს. ახლა ჩვენ უბრალოდ რბოლაში ვართ და ვაკვირდებით, რამდენს ხანს გაუძლებენ უკრაინელი სამხედროები და რამდენ ხანს გაძლებს რუსეთის ეკონომიკა“, – აცხადებს აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი.

დონალდ ტრამპმა მედიასთან ისიც განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend