პეკინში მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და იაპონიაზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის შემდეგ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა შეხვედრა გამართეს, სადაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობებბის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
ეს ექვსი წლის განმავლობაში კიმ ჩენ ინის პირველი ვიზიტია ჩინეთში. როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პირადი მატარებლით დატოვა.
კიმ ჩენ ინს თან ახლდა უმცროსი ქალიშვილი, რომელსაც ქვეყნის მომავალ ლიდერადაც კი მოიაზრებენ.
ოთხშაბათს იგი 26 უცხოელ ლიდერთან ერთად მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე იმყოფებოდა.
ეს პირველი შემთხვევა იყო 2011 წლის შემდეგ, როცა კიმ ჩენ ინი თანამდებობის დაკავების შემდეგ მსოფლიო ლიდერების დიდ ჯგუფთან ერთად ღონისძიებას დაესწრო.
პეკინში გამართულმა შეხვედრებმა დასავლეთში შეშფოთება გამოიწვია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინელი კოლეგა სი ძინპინი, ასევე რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა.
Truth Social-ზე ტრამპმა გამოაქვეყნა პოსტი: „გთხოვთ, გადაეცით ჩემი თბილი მოკითხვა ვლადიმერ პუტინს და კიმ ჩენ ინს, რომლებიც შეთქმულებას აწყობენ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ“.
