რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, “მსურველთა კოალიციის” ინიციატივას პირადად გამოეხმაურა.
“აღმოსავეთის ეკონომიკურ ფორუმზე” ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ უარყო უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების განთავსების პერსპექტივა.
მისი თქმით, თუ ევროპული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე ომის მიმდინარეობის დროს გამოჩნდებიან, მათ რუსეთის შეიარაღებული ძალები ლეგიტიმურ სამიზნედ ჩათვლიან. რაც შეეხება ასეთ პერსპექტივას უკვე ცეცხლის შეწვეტის შემდეგ, ამ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების პირობებში, ამგვარი ნაბიჯის აზრს ვერ ხედავს. მიზეზად ის მოსკოვის სანდოობას ასახელებს.
„ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ რუსეთი შეთანხმებას შეასრულებს”, – აცხადებს პუტინი.
“რაც შეეხება უკრაინაში შესაძლოა საომარი კონტიგენტის განთავსებას – ვიტყოდი, რომ ეს არის კიდეც უკრაინის ნატოში ჩათრევის პირველდი მიზეზი. ასე რომ, თუ ჩვენთან გამოჩნდებიან რაიმე სახის სამხედრო დანაყოფები, განსაკუთრებით კი ახლა, საომარი მოქმედებების ფონზე – ჩვენ მათ ჩავთვლით კანონიერ სამიზნედ განადგურებისთვის. და თუ მიღწეული იქნება შეთანხმებები, რომელიც ხანგრძლივ მშვიდობასთან მიგვაყვანს, მაშინ მათი უკრაინაში განთავსების აზრს საერთოდ ვერ ვხედავ. თუ შეთანხმება მიიღწევა, ნურავის შეეპარება ეჭვი,რომ რუსეთი მას შეასრულებს. ჩვენ ვაპირებთ პატივი ვცეთ ყველა უსაფრთხოებით გარანტას რომელიც უნდა გამომუშავდეს რუსეთისთვისაც და უკრაინსითვისაც. ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე, სერიოზულ დონეზე, ეს საკიტხი ჩვენტან არავის განუხილავს. ამასტან, უკრაინულ მხარე გვთავაზობს შეხვედრას. ჩვენ მათ ვუტხარით, რომ მზად ვართ ამისათვის, და მზად ვართ უზრუნველვყოთ უსაფრთხოებაც და სამუშაო პირობებიჩ – 100 %-იანი გარანტიით. მაგრამ გვეუბნებიან, რომ სურთ შეხვედრა „აი იქ – ეს მეტისმეტია. თუ რეალურად სურთ ჩვენტან შეხვედრა, ამისათვის მზად ვართ და ვთვლით, რომ ამისათვის საუკეთესო ადგილი არის ჩვენი დედაქალაქი, გმირი ქალაქი – მოსკოვი.“
პანელზე გამოსვლისას, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტი კვლავ მოსკოვში მიიპატიჟა, ორმხრივი შეხვედრის გასამართად. ამ საკითხს გუშინ პარიზში, “მსურველთა კოალიციის” შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მოსკოვის მხრიდან შეხვედრაზე საუაბრი უკვე კარგის ნიშანია, თუმცა აეს რომ რეალური სურვილი იყოს, მას მოსკოვში არ მიიწვევდნენ.
“თუ გსურს, რომ შეხვედრა არ შედგეს, მოსკოვში უნდა დამპატიჟო”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
