6 სექტემბერს, თბილისში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია AI INNOVATE 2025 იმართება. ეს ღონისძიება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გლობალურ ტენდენციებს, სტარტაპ გამოცდილებასა და ინოვაციურ ხედვებს ეთმობა.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ხელოვნური ინტელექტის სფეროს წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან ერთად პროექტის მხარდამჭერები არიან კორნელის კომპიუტერული და ინფორმაციული მეცნიერებების კოლეჯი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში კონფერენციის შესახებ Weill Cornell Medicine-ს ხელოვნური ინტელექტის ხელმძღვანელმა ივდით გაბესკირიამ და კორნელის უნივერსიტეტის AI ინოვაციების ხელმძღვანელმა ეიჰემ ბუშერმა ისაუბრეს.
