მთავარიევროპარუსეთი„თუ ზელენსკი მზად იქნება შეხვედრისთვის, ის მოსკოვში უნდა ჩამოვიდეს“ - ვლადიმერ პუტინი

„თუ ზელენსკი მზად იქნება შეხვედრისთვის, ის მოსკოვში უნდა ჩამოვიდეს“ – ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ შესაძლებელია, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა განიხილოს, თუმცა მისივე თქმით, ეს „არსად მიმავალი გზაა“.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მას უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა დონალდ ტრამპმა სთხოვა, თუმცა პუტინს თავისი პირობები აქვს – ამ შეხვედრისთვის ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვში უნდა ჩავიდეს.

„უკრაინის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა არსად მიმავალი გზაა. თუმცა ყველაფერი შესაძლებელია, მე უარი არასდროს მითქვამს. თუ ეს შეხვედრა კარგად იქნება მომზადებული და რაიმე დადებით შედეგამდე მიგვიყვანს. სხვათა შორის, პრეზიდენტმა ტრამპმა მთხოვა, თუ შესაძლებელი იქნებოდა, ასეთი შეხვედრის ჩატარება და ვუპასუხე, რომ ეს შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს, თუ ზელენსკი მზად იქნება, ის შეხვედრის გასამართად მოსკოვში უნდა ჩამოვიდეს“, – აცხადებს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტმა უარყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ მოსკოვსა და კიევს შორის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ ტერიტორიების გაცვლა იგეგმება. როგორც ვლადიმერ პუტინი აცხადებს, მსგავსი რამ დონალდ ტრამპთან არ განხილულა.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:47
spot_imgspot_img
Send this to a friend