კატეგორიები

Google-ის სერვისები, მათ შორის YouTube შეფერხდა

Google-ის სერვისები, მათ შორის YouTube შეფერხდა

რამდენიმე საათია, კორპორაცია Google-ის სერვისები, მათ შორის ძიება ინტერნეტში და YouTube პლატფორმა, მსოფლიოს მასშტაბითაა შეფერხებული.

რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში Google-ის სისტემები გათიშული იყო, რის შედეგადაც, ათასობით მომხმარებელი ვერ ახერხებდა ძირითადი პლატფორმების გამოყენებას.

შეფერხება გლობალურია და ის არ უკავშირდება რომელიმე ქვეყნის მიერ ინტერნეტის ბლოკირებას ან მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს.

შეფერხების მონიტორინგის ვებგვერდის, Downdetector-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტი პრობლემა Google-ის ძიებას უკავშირდება.

ჯერჯერობით უცნობია, რას დაასახელებს კორპორაცია Google ამ პრობლემის მიზეზად.

Related news
ირანმა ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა სტამბოლში ათიათასობით მოქალაქემ ექრემ იმამოღლუს ერთწლიანი პატიმრობა გააპროტესტა
სხვა ამბები