პირველად ერთ სივრცეში და ხშირად ერთ პოზიციაზე პეკინი, მოსკოვი და ფხენიანი – საერთო ხედვის მეგობრები არიან. სიგნალი ნათელია, რომ მსოფლიოში ძალას იკრეფს ალტერნატიული ერთობა, ავტორიტართა ერთიანი ფრონტი, რომლებიც ძალების ნაკლებობას არ განიცდის.
ტიანანმენის მოედანზე მასშტაბური სამხედრო აღლუმიც ძალის დემონსტრაცია იყო – სამხედროც და პოლიტიკურიც. “არავის გვეშინია” – სი ძინპინის ეს სიტყვები პეკინის ცენტრში შემოკრებილი გავლენიანი მეგობრების ფონზე კიდევ უფრო რიხიანად ჟღერდა.
„უნდა დავაჩქაროთ მსოფლიო დონის არმიის შექმნა, ჩვენმა ჯარისკაცებმა მტკიცედ უნდა დაიცვან ეროვნული ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა. კაცობრიობის ბედი გადაჯაჭვულია და მხოლოდ ერთმანეთის თანასწორი მოპყრობით, ჰარმონიაში ცხოვრებითა და ერთმანეთის დახმარებით შეუძლიათ ქვეყნებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შეინარჩუნონ საერთო უსაფრთხოება, აღმოფხვრან ომის ძირითადი მიზეზები და თავიდან აიცილონ ისტორიაში ჩვენთვის ცნობილი ტრაგედიების გამეორება. დღეს კაცობრიობა კვლავ დგას არჩევანის წინაშე მშვიდობასა და ომს, დიალოგსა და დაპირისპირებას, ორმხრივ და ნულოვან სარგებელს შორის. ჩინელი ხალხი მტკიცედ დგას ისტორიის სწორ და ცივილიზაციის მიღწევების მხარეს. მივყვებით მშვიდობიანი განვითარების გზას და ყველა ქვეყნის ხალხთან ერთად ვიმუშავებთ, რათა შევქმნათ საზოგადოება, რომელსაც საერთო მომავალი ექნება. ჩინელ ხალხს არ ეშინია ძალმომრეობის, ისინი თვითმყოფადები და ძლიერები არიან”- განაცხადა სამხედრო აღლუმზე, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა.
პოლიტიკური თეატრის ამ სცენაზე კიდევ 25-მდე მსოფლიო ლიდერი იდგა. მათ შორის არ იყო ინდოეთის პრემიერ-მინისტრი,რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს თბილად ესაუბრებოდა.ჩანს, რომ მათთან ნიუ-დელის კავშირების გამყარებას დრო სჭირდება. სამაგიეროდ იქ იდგნენ სახეები ირანიდან, პაკისტანიდან, ბელარუსიდან, თურქეთიდან, მათთან ერთად კი აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. იყო ორი ევროპელიც, ნატოსა და ევროკავშირის წევრი სლოვაკეთიდან და წევრობის მსურველი სერბეთიდან. ბევრი თვლის, რომ სი ძინპინმა ამ აღლუმით რესპექტაბელურობა შემატა მსოფლიოს წამყვან ავტოკრატიებს.
ამ მხრივ ყურადღების ცენტრში ორი მოექცა – ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს გულთბილად შეხვდნენ ჩინეთში.
ამ ქვეყანაზე ორივე დიდწილადაა დამოკიდებული, ახლა უკვე ერთმანეთზეც. უკრაინაში 3 წლინახევრის წინ დაწყებული რუსული აგრესიის შემდეგ ფხენიანმა მოსკოვს ხელი 15 000 ჩრდილო-კორეელი ჯარისკაცით, ბალისტიკური რაკეტებითა და არტილერიით მოუმართა, კურსკიდან უკრაინული ჯარების შევიწროვების საქმეში. მოსკოვს მადლობა არ დანანებია.
“ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, ისაა მეგობრული, სანდო და მოკავშირეობითი. თქვენმა სპეციალურმა დანაყოფებმა კურსკის ოლქის გათავისუფლებაში მიიღეს მონაწილეობა, ისინი იბრძოდნენ გმირულად. ჩვენ არ დავივიწყებთ იმ მსხვერპლს, რომელიც თქვენმა შეიარაღებულმა ძალებმა და ოჯახებმა გაიღეს. რუსი ხალხის სახელით მადლობას გიხდით თანამედროვე ნეონაციზმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში მონაწილეობისთვის. გადაეცით მადლიერების თბილი სიტყვები ჩვენგან მთელს ერს. მოხარული ვარ თქვენი ნახვით და მახარებს ისიც, რომ საშუალება გვექნება ორმხივ ურთიერთობაზეც ვისაუბროთ – ყველა მიმართულკებით”, – უთხრა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილო კორეელ კოლეგას.
“მას შემდეგ, რაც გასულ ივნისს ჩვენს ქვეყნებს შორის შეთანხმება შედგა, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება ყველა მიმართულებით.მის ფარგლებში, ჩვენ გავიარეთ ერთობლივი ბრძოლა ჩვენი ძმური რუსეთის ხალხისა და არმიის მხარდამხარ. და ის ფაქტი,რომ ამხანაგო პუტინი მუდმივად ხაზს უსვამს იმ ფასს, რაც ჩვენი ჯარისკაცევის ჰეროიზმს. მე აქამდეც გიტხარი,რომ თუ არსებობს რამე, რაშიც შეგვიძლია რუსეთს მხარდაჭეა აღმოვუჩინოთ, ამას უთუად გავაკეთებთ. ამ საქმეში ძალისხმევას არ დავიშურებთ.მადლობას გიხდით,რომ გამონახეთ დრო შემხვედროდით”, – აღნიშნა საუბრისას კიმ ჩენ ინმა.
ეს ერთობა არ მოსწონს ტრამპს. მეტიც, თვლის რომ ეს მისი საწინააღმდეგო კავშირია, რომელიც შეთქმულებას აწყობს ვაშინგტონის წინააღმდეგ. ამან ნათელი გახადა, რომ პეკინიდან მიღებულ ამბებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ყურადღებით სწორედ ვაშინგტონი აკვირდებოდნენ.
“დიდი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, ის არის, ახსენებს თუ არა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი იმ უზარმაზარ მხარდაჭერასა და სისხლს, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთისთვის გაიღო, რათა მას ძალიან არამეგობრული უცხოელი დამპყრობლისგან თავისუფლების უზრუნველყოფაში დახმარებოდა.ბევრი ამერიკელი დაიღუპა ჩინეთის გამარჯვებისა და დიდებისკენ სწრაფვაში.იმედი მაქვს, რომ მათ სამართლიანად პატივს მიაგებენ და დაიმახსოვრებენ თავიანთი სიმამაცისა და თავგანწირვისთვის! დაე პრეზიდენტ სისა და არაჩვეულებრივ ჩინელ ხალხს ჰქონდეს აღნიშვნის დიადი და ხანგრძლივი დღე. გთხოვთ, გადაეცით ჩემი უთბილესი მოკითხვა ვლადიმერ პუტინს და კიმ ჩენ ინს, სანამ შეთქმულებას აწყობთ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ“, -დაწერა The Truth Social-ზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
მოსკოვში უარყოფენ. თქვეს, რომ შეთქმულებისთვის არავის სცალია და ასეთი რამ გულშიც კი არავის გაუვლიათ. კრემლში ნაწილი იმედოვნებს, რომ ტრმპმა ეს სიტყვები გადატანითი მნიშვბელობით თქვა, ნაწილმი კი მასში ირონიის ამოკითხვა სცადა.
“სოციალურ ქსელში პრეზიდენტმა ტრამპმა, იმედი მაქვს რომ ირონიით მოკითხვას უთვლის თავმჯდომარე სი ძინპინს და სთხოვს მას, მეგობრული მოკითხვები გადასცეს
პრეზიდენტ პუტინსა და თავმჯდომარე კიმ ჩენ ინს. მას იმედი მაქვს,რომ ირონიის გარეშე არ უთქვამს, რომ ეს სამეული თითქოს ამზადებს შეთქმულებას აშშ-ის წინააღმდეგ. მე მსურს გითხრათ,რომ არანაირი შეთქმუელბა არავის მოუწყვია,არავის შეუთხავს რამე ასეთი. ასეთი რამ აზრადაც არავის გაუვლია. ამას გარდა შემიძლია გიტხრათ, რომ ყველას ესმის,თუ რამხელა როლს თამასობს აშშ, ამჟამინდელი ადმინისტრაცია და პირადად პრეზიდენტი ტრამპი მიმდინარე საერთაშორისო კონფიგურაციაში”, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი.
ჩინეთმა მასშტაბური სამხედრო და პოლიტიკური ღონისძიება 1945 წელს მოპოვებულ გამარჯვებას მიუძღვნა, როდესაც იაპონიის დამარცხება შეძლო და მას კაპიტულაციისკენ უბიძგა. 50 000 სტუმარი და 30-მდე მსოფლიო ლიდერი კი სი ძინ პინისთვის კარგი შანსი გამოდგა საკუთარი თავი გლობალურ ლიდერად, პეკინი კი მიზიდულობის ახალ ცენტრად წარმოეჩინა. რომელიც მზადაა შეავსოს ძალაუფლების ვაკუუმი ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა მიეცემა.