კატეგორიები

„ამხანაგო პუტინ, თუ არსებობს რამე, რაშიც შეგვიძლია დაგეხმაროთ, ამას უთუოდ გავაკეთებთ” – კიმ ჩენ ინი

„ამხანაგო პუტინ, თუ არსებობს რამე, რაშიც შეგვიძლია დაგეხმაროთ, ამას უთუოდ გავაკეთებთ” – კიმ ჩენ ინი

ჩინეთში სტუმრად არიან რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტები, რომლებიც ერთმანეთს შეხვდნენ. კიმ ჩენ ინსა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა.

კრემლის ლიდერმა თანამოსაუბრეს მადლობა გადაუხადა უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარებისთვის, კერძოდ, კურსკისთვის ბრძოლაში ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების მიერ გამოვლენილი სიმამაცის გამო, რომლის ხსოვნასაც ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთში დიდ პატივს ცემს.

„ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმ მსხვერპლს, რომელიც მათ გაიღეს” – აღნიშნა მან. საპასუხოდ კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ეს იყო „ძმური მოვალეობა” და ფხენიანი მზადაა, რუსეთს გაუწიოს ნებისმიერი სახის დახმარება, რაც კი მას დასჭირდება.

„ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, ისაა მეგობრული, სანდო და მოკავშირეობითი. თქვენი სპეციალური დანაყოფები კურსკის ოლქის გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ, ისინი იბრძოდნენ გმირულად. ჩვენ არ დავივიწყებთ იმ მსხვერპლს, რომელიც თქვენმა შეიარაღებულმა ძალებმა და ოჯახებმა გაიღეს. რუსი ხალხის სახელით მადლობას გიხდით თანამედროვე ნეონაციზმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში მონაწილეობისთვის. გადაეცით მადლიერების თბილი სიტყვები ჩვენგან მთელ ერს. მოხარული ვარ თქვენი ნახვით და მახარებს ისიც, რომ საშუალება გვექნება ორმხრივ ურთიერთობაზეც ვისაუბროთ – ყველა მიმართულებით”, აღნიშნა საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

სამხრეთ კორეის ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, გასული წლის შემდეგ მისმა ჩრდილოელმა მეზობელმა რუსეთში 15 000 ჯარისკაცი გაგზავნა. ამავე წყაროზე დაყრდნობით ქვეყნიდან რუსეთში იგზავნება სამხედრო ტექნიკაც, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები და არტილერია.

„მას შემდეგ, რაც გასულ ივნისს ჩვენს ქვეყნებს შორის შეთანხმება შედგა, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება ყველა მიმართულებით. ვიბრძოლეთ მოძმე რუსი ხალხისა და არმიის მხარდამხარ. ამხანაგი პუტინი მუდმივად ხაზს უსვამს ჩვენი ჯარისკაცების ჰეროიზმს. მე აქამდეც ვთქვი, რომ თუ არსებობს რამე, რაშიც შეგვიძლია რუსეთს მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, ამას უთუოდ გავაკეთებთ. ამ საქმეში ძალისხმევას არ დავიშურებთ. მადლობას გიხდით, რომ გამონახეთ დრო, შემხვედროდით”, – უთხრა პუტინს კიმ ჩენ ინმა.

ჩინეთში ვიზიტი კიმ ჩენ ინისთვის ამ მასშტაბის პირველი ღონისძიებაა, რომელსაც ოდესმე დასწრებია. იაპონიის კაპიტულაციიდან 80 წლის შემდეგ გამარჯვების დღეს ჩინეთი აღნიშნავს 30-მდე ლიდერის გარემოცვაში, რომლებიც სიმბოლურ დღესთან დაკავშირებით პეკინში მიიწვიეს.

Related news
ირანმა ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა სტამბოლში ათიათასობით მოქალაქემ ექრემ იმამოღლუს ერთწლიანი პატიმრობა გააპროტესტა
სხვა ამბები