ქალაქ ღაზაში, სადაც ისრაელმა სრულად საბრძოლო ზონად გამოაცხადა, პალესტინელებისთვის უსაფრთხო ადგილის პოვნა უკვე შეუძლებელია. აქ ახლა ისე იბრძვიან გადარჩენისთვის, როგორც არასდროს.
ქალაქი ღაზა ომის დაწყებამდე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული იყო, მაგრამ 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ტერტიტორია ასობით ათასმა მშვიდობიანმა მოსახლემ დატოვა. . ბევრი კვლავ დაბრუნდა დროებითი ზავის დროს, თუმცა ახლა ისევ დგებიან არჩევანის წინაშე – ან სიკვდილი ან მრავალგზის დევნილობა.
გაეროს მონაცემებით, მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში ქალაქი ღაზა 25 ათასამდე მოსახლემ დატოვა. არიან, ისეთები ვინც სიკვდილის ზონაში მაინც რჩებიან, რადგან ამბობენ, რომ უსაფრთხო ადგილს ვეღარსად პოულობენ.
UNRWA schools continue to shelter displaced families in #Gaza.
They need everything.
UNRWA teams are working tirelessly to help them.
Lift the siege, allow UNRWA to bring basic supplies.#UNRWAworks pic.twitter.com/WbTcMSIDoP
— UNRWA (@UNRWA) September 1, 2025
„სად უნდა წავიდეთ? კიდეც რომ გვინდოდეს წასვლა, სად უნდა წავიდეთ? ხომ ხედავთ, ადგილი აღარ არის. ადამიანები, რომლებიც გუშინ გადაასახლეს, 600 დოლარი გადაიხადეს ტრანსპორტირებაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადგილები უკვე შევსებული იტო. თუ სურთ დაგვარტყან, ისევ დაგვბომბონ, ჩვენ ისედაც ყოველდღე ვკვდებით” – ამბობს პალესტინელი დევნილი იმან ყასემი.
ისრაელის სამხედრო ძალების საჰაერო იერიშებმა სრულად გაანადგურა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ნანგრევებად იქცა თითქმის ყველა დასახლებული პუნქტი. ისრაელის იფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქალაქი ღაზა კვლავ „ჰამასის“ მთავარი საყრდენია და იქ მიწისქვეშა გვირაბების ქსელს კვლავაც იყენებენ.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 22 თვეში დაღუპულთა რაოდენობა უკვე 63 ათასს აჭარბებს. ყოველდღიურად იღუპებიან ქალები და ბავშვები. ისრაელის მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეჩერება განიხილება. .
წასვლას არ ვაპირებ, თუმცა შვილები ყოველდღე მეუბნებიან: ‚დავტოვოთ ეს ადგილი დედა, თორემ აქ მოვკვდებით. მაგრამ ცხოვრება ერთია და ღმერთიც ერთია. იქ მოვკვდებით თუ აქ, უკვე სულერთია ჩვენთვის. “ – ამბობს პალესტინლი დევნილი ფედაა ჰამადი.
ისრაელსა და ,,ჰამასს“ შორის სრულმასშტაბიანი ომი 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, როცა ,,ჰამასის“ მებრძოლები სამხრეთ ისრაელში შეიჭრნენ, მოკლეს დაახლოებით 1 200 მშვიდობიანი მოქალაქე 251 კი მძევლად აიყვანეს. „ჰამასის“ ტყვეობაში ამ დრომდე 20 ისრაელელი რჩება.