მთავარიმსოფლიოჩინეთი ევრაზიის ლიდერებს მასპინძლობს

ჩინეთი ევრაზიის ლიდერებს მასპინძლობს

“შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია” მსოფლიო პრობლემების გადაჭრაში კონფრონტაციულ მიდგომებს ეწინააღმდეგება. მისი ლიდერები კი თვლიან, რომ ეს ერთობა შესაძლოა, ევრაზიის უსაფრთხოებითი არქიტექტურის საფუძვლად იქცეს”- ამის შესახებ ორგანიზაციიის დეკლარაციაშია ნათქვამი, რომლის ლიდერებიც ჩინეთში შეიკრიბნენ.

ჩინეთის საპორტო ქალაქი ტიანძინიო „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტს მასპინძლობს, რომელსაც ორგანიზაციის წევრები და პარტნიორები ესწრებიან. მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი. ისინი მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ერთად კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ.

“ამჟამად საერთაშორისო ლანდშაფტი აწყდება ერთმანეთთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და ტურბულენტობას, უსაფრთხოებისა და განვითარების უზრუნველყოფის გზაზე წევრი სახელმწიფოები აწყდებიან რთულ ამოცანებს.ჩინეთს აქვს ნება იმუშავოს ყველა მხარესთან, რათა დღევანდელი შეხვედრა გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილებების გადასახედად, გეგმების ჩამოსაყალიბებლად, ერთობლივად გავუწიოთ პოპულარიზება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას – გავითარებისა და მაღალი დონის თანამშრომლობის ახალ სცენაზე. რათა ავაშენოთ უფრო ახლო საზოგადოება საერთო მომავლისთის. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები  მეგობრები და პარტნიორები არიან. პატივი უნდა ვცეზტ ერთმანეთს, შევინარჩუნოთ სტრატეგიული კომუნიკაცია., შევქმნათ კოლექტიური კონსენსუსი, გავაძლიეროთ ერთობა და კოორდინაცია, ერთმანეთის ძალების სრული გამოყენება – ვიმუშაოთ ერთად მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარებისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ რეგუიონში”, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინ პინმა.

“ჩვენი ორგანიზაცია ზრდის მის გავლენას მიმდინარე საერთაშორისო საკითხების გადაჭრის თვალსაზრისით,  და ძლიერი ბიძგია საერთაშორისო განვიტარების პროცესს რათა ნამდვილი მულტილატერალიზმი ჩამოყალიბდე. სისტემა, რომელიც ჩაანაცვლებდა მოძველებულ ევროცენტრულ და ევროატლანტიკურ მოდელებს და გაითვალისწინებდა ქვეყნების რაც შეიძლება ფართო სპექტრის ინტერესებს, ნამდვილად დაბალანსებული იქნებოდა და, შესაბამისად, არ დაუშვებდა ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მცდელობას სხვების უსაფრთხოების ხარჯზე. ამ შესაძლებლობის გამოყენებით, მინდა ვთქვა, რომ რუსული მხარე უკრაინის ირგვლივ არსებულ კრიზისთან დაკავშირებით იგივე მიდგომებს იცავს.რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარება იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, უნდა აღმოიფხვრას კრიზისის ძირითადი მიზეზები და უსაფრთხოების სფეროში სამართლიანი ბალანსი უნდა აღდგეს”,- ამბობს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.

სამიტს ასევე ესწრებიან ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ვიზიტის ფარგლებში სომხეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაც გაფორმდა. შეხვედრა გაიმართა ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორისაც.

ჩინეთს მაღალი რანგის სტუმრები სიმბოლურ დღესთან დაკავშირებით ესტუმრნენ. 3 სექტემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მე-2 მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩატარდება. ამ დღეს პეკინი მეზობელ იაპონიაზე გამარჯვებას აღნიშნავს.

სამხედრო აღლუმზე მიწვეულთა სიაში, ასევე, არიან სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend