ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს ცნობით, უკრაინისთვის 825 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული სამხედრო დახმარების პაკეტი უკვე სენატშია გადაგზავნილი.
პაკეტი ითვალისწინებს 3350 ერთეულ შორ მანძილზე მოქმედ საზენიტო გადამჭერ რაკეტებს, რომლის მოქმედების რადიუსი რამდენიმე ასეულ კილომეტრს აღწევს და მისი სიჩქარე საშუალებას იძლევა ასევე მაღალი სიჩქარით მოძრავი სამიზნეები ეფექტიანად გაანადგუროს.
ERAM-ი აშშ-ის საზღვაო ძალები 2013 წლიდან იყენებენ და მას შემდეგ არაერთხელ განიცადა მოდერნიზება, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მისი ეფექტიანობა ჰიპერბგერით საფრთხეებთან ბრძოლისას.
ის განკუთვნილია თანამედროვე სამხედრო საფრთხეებთან საბრძოლველად, მათ შორის:
· საბრძოლო თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები;
· ვერტმფრენები;
· ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები;
სამხედრო დახმარების პაკეტი სხვა სამხედრო დანიშნულების აღჭურვილობის გარდა დამხმარე მოწყობილობების გადაცემასაც ითვალისწინებს. როგორც აშშ-ის თავდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს ოფიციალურ ვებსაიტზეა აღნიშნული, სამხედრო დახმარების პაკეტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის შესაძლებლობებს გაუმკლავდეს მიმდინარე და სამომავლო საფრთხეებს.
სააგენტოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ იარაღის შესაძენად უკრაინა გამოიყენებს დანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიისგან მიღებულ ფიანსებს, ასევე აშშ-ის მიერ გაცემულ სამხედრო დაფინანსებას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარაკეტო საშუალებების გადაცემა არ იმოქმედებს აშშ-ის თავდაცვის მზადყოფნის ხარისხზე.