კატეგორიები

უკრაინამ ორ რუსულ ნავთობის ქარხანაზე მიიტანა იერიში

უკრაინამ ორ რუსულ ნავთობის ქარხანაზე მიიტანა იერიში
უკრაინამ ორ რუსულ ნავთობის ქარხანაზე მიიტანა იერიშიუკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მორიგი 2 რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გაანადგურეს.

უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშების სამიზნე ამჯერად კრასნოდარისა და სამარის ოქლებში მდებარე ქარხნები გახდა – იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

კრასნოდარის ოლქში, აფიპსკის ქარხანა წელიწადში 6.25 მილიონ ტონა ნავთობს, ხოლო სამარის ოლქში კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა წელიწადში 7 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებდა და ორივე ქარხანა რუსულ არმიას საწვავ-საპოხი მასალებით ამარაგებდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, განადგურდა ასევე საბრძოლო მასალების არაერთი საწყობი და ლოგისტიკური ობიექტი.

„სამიზნეები მდებაროებდა, როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ასევე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ რუსი დამპყრობლების სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შესუსტებას“ – აღიშნულია ძალოვანი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

დაკავშირებული ამბები
უკრაინა ტერიტორიული საკითხების განხილვას მხოლოდ ლიდერების დონეზე აპირებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინში - რუსეთმა უკრაინის ოლქები ისევ დაბომბა
სხვა ამბები