კატეგორიები

თურქეთმა ისრაელთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა გაწყვიტა

თურქეთმა ისრაელთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა გაწყვიტა
თურქეთმა ისრაელთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა გაწყვიტა.

ამასთან, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ანკარამ ისრაელთან სრულად დახურა საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაც, თურქულ გემებს კი ისრაელის პორტებში შესვლა აუკრძალა.

დიპლომატს დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა ანკარა აქამდეც საუბრობდა ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო, ისრაელისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ.

თურქეთმა არაერთხელ, ღიად დაადანაშაულა ისრაელი, ღაზის მოსახლეობის გენოციდში. ამ ბრალდებებს ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.

თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ჯერ კიდევ 2024 წლის მაისში განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები გაურკვეველი დროით არის შეჩერებული.

დაკავშირებული ამბები
ისრაელის მასირებულ იერიშებს ლიბანზე სულ მცირე 182 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მსოფლიო ლიდერები სამშვიდობო ზავს პოზიტიურ ნაბიჯად აფასებენ
სხვა ამბები