კატეგორიები

„პუტინი მშვიდობისკენ მიმართულ ნებისმიერ ძალისხმევას დასცინის” – კაია კალასი

„პუტინი მშვიდობისკენ მიმართულ ნებისმიერ ძალისხმევას  დასცინის” – კაია კალასი
რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ ბოლო მასირებულ თავდასხმას ბრიუსელში ხისტი განცხადებები მოჰყვა.

განცხადებებთან ერთად კი მოწოდებები იმის თაობაზე, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი თვლის, რომ ეს ვლადიმერ პუტინის მხრიდან სამშვიდო ძალისხმევაზე დაცინვაა.

კაია კალასი საპასუხოდ დასავლეთს რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებს. ამ აზრს იზიარებენ კიევშიც, სადაც მომხდარის გამო პარტნიორებს რუსეთზე დამატებითი სანქიების დაკისრებას სთხოვეს.

გუშინ გამთენიისას კიევში განხორციელებულ მასირებულ რუსულ თავდასხმას 21 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაიჭრა.

განადგურდა ათობით შენობა, მათ შორის ევროკავშირის ოფისი კიევში. ეს აშშ-ის პორეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის გააქტიურების შემდეგ ამ მასშტაბის პირველი თავდასხმა იყო უკრაინაზე.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები