მთავარიევროპაუკრაინარუსეთმა კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა დაბომბა

რუსეთმა კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა დაბომბა

რუსეთმა ხუთშაბათს დილით კიევში ევროკავშირის დელეგაციის შენობაზე დატყმა მიიტანა.

ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში კატარინა მატერნოვამ განაცხადა, რომ შენობა „მძიმედ დაზიანდა“ რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებული დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების „მასიური“ დარტყმების შედეგად/ ამ თავდასხმებს უკრაინის დედაქალაქში სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, 30 დაშავდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმა იყო – ვენის კონვენციის დარღვევა.

მან თქვა, რომ თავდასხმა „მოითხოვს არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ მსოფლიო მასშტაბით დაგმობას. “ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ევროკავშირელ კოლეგებს და მზად ვართ დახმარებისთვის“.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმა „განზრახ არჩევანი იყო სამშვიდობო ძალისხმევის ესკალაციისა და დაცინვის მიზნით“.

დარტყმები ხორციელდება იმ დროს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აძლიერებს ზეწოლას რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინზე მშვიდობის მისაღწევად.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ ევროკავშირის შენობის დაზიანებას „განზრახული“ უწოდა და თქვა, რომ ის „შეძრწუნებულია“ რუსული თავდასხმებით. თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ „ევროკავშირი არ შეშინდება. რუსეთის აგრესია მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, დავდგეთ უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით“.

„მკაცრად ვგმობ ამ სასტიკ თავდასხმებს, რაც ნათელი ნიშანია იმისა, რომ რუსეთი უარყოფს მშვიდობას და ირჩევს ტერორს“, – განაცხადა ევროკავშირის გაფართოების კომისარმა მარტა კოსმა სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend