კატეგორიები

რუსეთმა ისევ დაბომბა კიევი – ავიაიერიშებს მოჰყვა მსხვერპლი

რუსეთმა ისევ დაბომბა კიევი – ავიაიერიშებს მოჰყვა მსხვერპლი
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო იერიშები მიიტანეს. წინასწარი ინფორმაციით, დრონებითა და რაკეტებით თავდასხმებს 8 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები ამჟამად დედაქალაქის სამ რაიონში მუშაობენ. მისივე ინფორმაციით, დნეპროვსკში ცეცხლი 25-სართულიან კორპუსს გაუჩნდა.

ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დრონის ნამსხვერევები ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოცვივდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

განახლება:

ბოლო ცნობებით, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთმა ამ თავდასხმების დროს ბალისტიკური რაკეტებიც გამოიყენა. დაბომბვის შედეგაც კიევში ხანძრის სულ მცირე, 20 კერა გაჩნდა.

დაკავშირებული ამბები
კიევში მიესალმებიან კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „ჯოჯოხეთური სანქციების“ მიღებას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კანადა უკრაინას 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოუყოფს
სხვა ამბები