კატეგორიები

„ახლო მომავალში დადებით გადაწყვეტილებას ველით“ – ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების შესახებ

„ახლო მომავალში დადებით გადაწყვეტილებას ველით“ – ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა.

პლატფორმა X-ზე ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ საუბრისას მხარეებმა განიხილეს დიპლომატიური ძალისხმევები რუსული აგრესიის შესაჩერებლად.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევის პოზიციაა, გაძლიერდეს ზეწოლა მოსკოვზე, ვიდრე ის არ გადადგამს რეალურ ნაბიჯებს მშვიდობისკენ.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლო მომავალში ევროკავშირისგან ელის დადებით გადაწყვეტილებას ევრობლოკში უკრაინისა და მოლდოვას გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, სატელეფონო კომუნიკაციისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა დაგმო გასულ ღამეს, უკრაინის ქალაქებზე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმები და სამძიმარი გამოუცხადა რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

დაკავშირებული ამბები
კიევში მიესალმებიან კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „ჯოჯოხეთური სანქციების“ მიღებას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კანადა უკრაინას 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოუყოფს
სხვა ამბები