მთავარიევროპაუკრაინამოსკოვში მიიჩნევენ, რომ უკრაინის საკითხზე მუშაობა ვაშინგტონთან არასაჯარო ფორმატში უნდა...

მოსკოვში მიიჩნევენ, რომ უკრაინის საკითხზე მუშაობა ვაშინგტონთან არასაჯარო ფორმატში უნდა წარიმართოს

მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონთან უკრაინის საკითხზე მუშაობა არასაჯარო ფორმატში უნდა წარიმართოს, რათა ის შედეგიანი გამოდგეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის უმაღლესი რანგის შეხვედრა კარგად უნდა მომზადდეს, თუმცა როდის უნდა შედგეს ის, არ დაუკონკრეტებია.

პრეს-სპიკერი ჟურნალისტებს უდასტურებს, რომ უკრაინულსა და რუსულ მხარეებს შორის კონტაქტი გრძელდება, თუმცა უცნობი რჩება ტექნიკური ჯგუფების მორიგი შეხვედრის თარიღიც. კრემლი იმედოვნებს, რომ სამშვიდობო პროცესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ძალისხმევა გაგრძელდება.

„რაიმე სახის დეტალებზე საუბარი, კონტექსტიდან ამოგლეჯილად და საჯაროდ – არ მგონია სარგებლიანი იყოს საერთო შედეგისთვის. ვთვლით, რომ სამუშაო არასაჯარო ფორმატში უნდა გაგრძელდეს და მხოლოდ ასე მიიღწევა შედეგი. მოლაპარაკებათა ჯგუფის ხელმძღვანელები კონტაქტზე იმყოფებიან, თუმცა კონკრეტულ თარიღებს ვერ დავასახელებთ. სამუშაო გრძელდება და ვთვლით, რომ უნდა გაგრძელდეს, ნებისმიერი სხვა კონტაქტი უმაღლეს დონეზე – კარგად უნდა მომზადდეს, რომ შედეგიანი გამოდგეს. რუსული მხარე ინარჩუნებს თავის განწყობას, უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზებით დარეგულირებაში, ამისათვის კი აუცილებელია ორმხრივობა.  ჩვენ ძლიერ ვაფასებთ და ვიმედოვნებთ, რომ სამშვიდობო პროცესში აშშ-ის შუამავლობა გაგრძელდება,ეს დაეხმარება ამ რთულ და დიდიხნიან პროცესს, რომელიც ჩვენი პროვოცირებული არ არის”, – აღნიშნავს დიმიტრი პესკოვი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend