კატეგორიები

ინდოეთისთვის გათვალისწინებული 50%-იანი ტარიფები ამოქმედებულია

ინდოეთისთვის გათვალისწინებული 50%-იანი  ტარიფები ამოქმედებულია

ვაშინგტონის მიერ ინდოეთისთის დაწესებული 50%-იანი ტარიფები დღეიდან ძალაში შევიდა. ეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნიუ-დელის რუსული ნავთობისა და იარაღის შესყიდვებისთვის დაწესებული 25%-იანი ტარიფი გაუორმაგა. ამ გზით ინდოეთი მოხვდა იმ ქვეყნების სიაში, რომელიც აშშ-ში შესული საექსპორტო პროდუქციისთის ყველაზე მაღალ გადასახადს გადაუხდის.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, ინდოეთის ეკონომიკური ზრდა რისკის ქვეშ დადგა, თუმცა ქვეყნის ხელისუფალი, პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი თვლის, რომ ამის საპასუხოდ ქვეყანა თვითკმარი უნდა გახდეს:  „აწარმოეთ ინდოეთში და დახარჯეთ ინდოეთში”, – ასეთია მოდის მიდგომა, რომელმაც ტურბულენტობის დასაბალანსებლად ქვეყანაში გადასახადების შემცირებაც კი დააანონსა.

შეგახსენებთ, რომ აშშ ინდოეთისთვის უდიდესი სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენდა, ამასთან ყველაზე ძლიერ მოკავშირეს ინდო-წყნარი ოკიანეთის ქვეყნებში. სიდიდით ინდოეთი მსოფლიოს რიგით მეხუთე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა.

დაკავშირებული ამბები
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია სამხრეთაფრიკელ უფლებადამცველს მიენიჭა გერმანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა მედიცინის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიიღეს
სხვა ამბები