მთავარიმსოფლიოდონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ წელს კიმ ჩენ ინს შეხვდება

დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ წელს კიმ ჩენ ინს შეხვდება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას მიმდინარე წელს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩემ ინთან სურს შეხვედრა.

ტრამპმა ამის შესახებ 25 აგვისტოს სამხრეთ კორეის ახალ პრეზიდენტთან ლი ჯე მიონთან შეხვედრისას ისაუბრა.

თავისმხრივ ლიმ ტრამპს მოუწოდა გააგრძელოს დახმარება კორეული მშვიდობის ძალისხმევაში და ჩრდილოეთ კორეაში ტრამპ თაუერის აგების იდეაც შესთავაზა.

„გთხოვთ, დაამყაროთ მშვიდობა და შეხვდეთ კიმ ჩენ ინს და ააშენოთ ტრამპ თაუერი ჩრდილოეთ კორეაში, რათა იქ გოლფი ვითამაშო. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ თქვენ შეასრულებთ მშვიდობისმყოფელის როლს, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს“. – აცხადებს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი ჯე მიონი.

 

„დიდი მადლობას გიხდით. ჩმეთვის პატივია აქ თქვენტან ერთად ყოფნა. მინდა ვთქვა, რომ როგორც გახსოვთ მე და კიმ ჩენ ინს ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და დღესაც გვაქვს. აუცილებლად ვისაუბრებთ. მას ჩემთან შეხვედრა სურდა. მას არ სურდა ბაიდენთან შეხვედრა, რადგან ბაიდენის მიმართ პატივისცემა არ ჰქონდა. მაგრამ ჩვენ მოუთმენლად ველით მასთან შეხვედრას და ურთიერთობებს გავაუმჯობესებთ“,  – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ლისთან შეხვედრამდე, ორშაბათს, ტრამპმა სოციალურ მედიაში დაიმუქრა, რომ სეულთან საქმიან ურთიერთობას შეწყვეტდა იმ რევოლუციური პროცესების გამო, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობდა.

საქმე ეხება გასულ წელს საომარი მდგომარეობის გამოცხადებას, რასაც პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა.

მიუხედავად ამისა, ლიდერებს შორის დაძაბულობა მალევე გაქრა. ეს კი მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის ლიდერმა შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეაქო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend