კატეგორიები

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს.

მისი თქმით, სამშობლოში დაბრუნებულთა შორის იყვნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წევრები და მშვიდობიანი მოქალაქეები.

სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ ჩაიყვანეს უკრაინაში ყოფილი პატიმრები, სპეციალური ავტობუსით.

ვოლოდიმირ ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, გაცვლილი ტყვეების რაოდენობა, თუმცა აღნიშნა, რომ მათი უმრავლესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.

დაკავშირებული ამბები
ლიეტუვაში რუსეთის მხრიდან სავარაუდო დივერსიულ აქტებზე საუბრობენ შვედეთი უკრაინას რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაკავებულ გემს გადასცემს
სხვა ამბები