უკრაინაზე რუსული საოკუპაციო ძალების ბოლო თავდასხმების შედეგად, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 33 კი მძიმედ დაშავდა. საჰაერო იერისები არ შეწყვეტილა არც მაშინ, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობდა.
უკრაინული ძალების ოფიციალური განცხადებით, მათ 104 დრონიდან 76 გაანადგურეს. მათივე ცნობით, რუსეთი კვლავ იყენებს შაჰედის ტიპის დრონებს.
რუსული ძალები მასობრივად უტევდნენ სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონებს, რა დროსაც 24 აგვისტოდან მოყოლებული, რეგიონში 46 დასახლებულ პუნქტზე დაახლოებით 140 იერიში მიიტანეს.
რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის 43 დასახლებული პუნქტიც დაბომბეს, მათ შორის ხერსონის რეგიონული ცენტრი. ადგილობრივი გუბერნატორის, ალექსანდრ პროკუდინის განაცხადებით, ამ თავდასხმების შედეგად, დაშავებულია სამი მშვიდობიანი მოქალაქე.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთმა მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 22 თებერვალს უკრაინაში სრულმასშაბიანი ინტერვენცია დაიწყო.
ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, მხოლოდ გასულ 24 საათში რუსულმა მხარემ ბრძოლის ველზე 870 ჯარისკაცი დაკარგა.