მსხვერპლით დასრულდა ღაზის სექტორში ისრაელის მორიგი თავდასხმა – 20 გარდაცვლილს შორის არიან ავტორიტეტიანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები.
AP-ის ცნობით, ამ თავდასხმისას დაიღუპა მათი ფრინალსერი (ჟურნალისტი) მარიამ აბუ დაკა. გამოცემის ცნობით, ის უახლეს ამბებს ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე სამხედრო ოპერაციის დაწყების დღიდან აშუქებდა.
საავადმყოფოზე იერიშის დროს ასევე დაიღუპა „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტი, მოჰამედ სალამა. ეს კიდევ ერთი დიდი დანაკლისია მაუწყებლისთვის, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ კორესპონდენტი ანას ალ-შარიფი დაკარგა. ის ჟურნალისტების კარავზე ისრაელის მიერ განზრახ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა.
დაღუპულთა შორის არიან Reuters-ის და NBC-ის რეპორტიორები.„როიტერსმა“ ოფიცალურად დაადასტურა, რომ თავდასხმის დროს დაიღუპა მათი ოპერატორი, ჰოსამ ალ-მასრი.
ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია NBC-ის, თავისი ჟურნალისტის, მოაზ აბუ ტაჰას, დაღუპვის შესახებ, რომლის გარდაცვალებაც ასევე ოფიციალურად დადასტურდებულია.
ეს თავდასხმები მას შემდეგ მოხდა, რაც მიმდინარე წლის ივლისში საერთაშორისო მედიასაშუალებებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც ისინი ისრაელის ხელისუფლებას ღაზაში ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებდნენ.
ისრაელ-ჰამასის ომი ბოლო დროს ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო კონფლიქტია. ისინი მიზანმიმართულითავდასხმების მსხვერპლი ხშირად ხდებიან. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამ თავდასხმას „შეცდომა“ უწოდა. ის, რასაც ბენიამინ ნეთანიაჰუ „შეცდომად“ მიიჩნევს, ჟურნალისტების სიკვდილი გამოიწვია.