მთავარიკულტურავენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი 27 აგვისტოს გაიხსნება

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი 27 აგვისტოს გაიხსნება

28 აგვისტოს კუნძულ ლიდოზე კინომოყვარულებისთვის ჯადოსნური დღეები, ვენეციის კინოფესტივალი იწყება.

ვიდრე კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება, პროგრამაში წარმოდგენილ რამდენიმე ფილმზე გიამბობთ.

ეს იორგოს ლანთიმოსის ფილმია, სამეცნიერო ფანტასტიკა სახელწოდებით „ბუგონია“, – ფილმი ორ მამაკაცზე მოგვითხრობს, რომლებიც ფარმაცევტული კომპანიის დირექტორს იტაცებენ, რადგან თვლიან რომ ის უცხოპლანეტელია.

კიდევ ერთი საინტერესო ფილმი გახლავთ, ნოა ბაუმბახის, „ჯეი კელი“, რომელშიც არერთი მსოფლიო ვარსკვლავი მონაწილეობს. მათ შორისაა ჯორჯ კლუნი, რომელიც კინოვარსკვლავის, ჯეი კელის როლს ასრულებს. ფილმი სწორედ ჯეი კელისა და მისი მენეჯერის, რონის ევროპაში მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს.

„ნადირობის შემდეგ“, – ასე ჰქვია ლუკა გუადანინოს ფსიქოლოგიურ დრამას, რომელშიც მთავარ როლს, ჯულია რობერტსი ასრულებს. ის კოლეჯის პროფესორია, მისი სტუდენტი კი მის ახლო მეგობარსა და კოლეგას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ახდა რეჟისორის გილერმო დელ ტოროს ათწლეულების ოცნებაც და მერი შელის კლასიკური რომანის, „ფრანკენშტეინის’ მიხედვით გადაღებული მისი ფილმი, ფესტივალის პროგრამაში მოხვდა.

მთავარ როლს ოსკარ აიზეკი ასრულებს, მონსტრს კი განასახიერებს ჯეიკობ ელორდი.

ფილმში მოქმედება ვითარდება ორიგინალური ისტორიის მოვლენებიდან ორმოცი წლის შემდეგ. დოქტორი პრეტორიუსი იწყებს ფრანკენშტეინის მონსტრის ძებნას, რათა გააგრძელოს საშინელი ექსპერიმენტები.

„მამა დედა და ძმა“, ეს არის კიდევ ერთი ფილმი, რომლის ჩვენებაც ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართება. მისი რეჟისორი ჯიმ ჯარმუშია და მასში სამი სხვადასხვა ისტორიაა მოთხრობილი, სამივე ეხმიანება ზრდასრული შვილების ურთიერთობებს, მათ გართულებულ კავშირებს მშობლებთან და ერთმანეთთან.

კიდევ ერთი ფილმი რომელიც რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და იბრძოლებს, „ოქროს ლომისთვის”, გახლავთ, რეჟისოტ მონა ფასტვოლდის მუსიკალური დრამა, სახელწოდებით „ენ ლის აღთქმა“. მასში მთავარ როლს თამაშობს მსახიობი ამანდა სეიფრიდი, ის მე-18 საუკუნის რელიგიური სექტის, „შეიკერების“ლიდერია.  მას მიმდევრები თაყვანს სცემენ და ქალ ქრისტედ მიიჩნევენ, ენ ლიმ ამერიკის ისტორიაში ჩამოაყალიბა ერთ-ერთი უდიდესი უტოპიური საზოგადოება.

კიდევ ერთი საინტერესო ფილმია, პოლიტიკური თრილერი დინამიტის სახლი, რომლის რეჟისორიც კეტრინ ბიგელოუა. მოქმედება თეთრ სახლში, აშშ-ზე მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გარშემო ვითარდება და მთავარ როლებს იდრის ელბა და რებეკა ფერგიუსონი ასრულებენ.

მაყურებლები განსკუათრებით ელიან ფილმს „კრემლის ჯადოქარი“ რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური კარიერის საწყის წლებზე მოგვითხრობს. მისი რეჟისორი ოლივიე ასაიასია. ვლადიმირ პუტინის როლს კი ბრიტანელი მსახიობი, ჯუდ ლოუ განასახიერებს.

ფესტივალზე სხვა ფილმებიც იქნება, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე მწვავე პოლიტიკურ პროცესევს ასახავს. ასეთია “ჰინდ რაჯაბის ხმა”

ექვსი წლის გოგონა, რომელიც დაბომბვის დროს ღაზის სექტორში მანქანიდან დახმარებას ითხოვს. ფილმში გოგონას, ჰინდ რაჯაბის რეალური ხმის აუდიოჩანაწერია გამოყენებული.

ფესტივალის დირექტორმა ალბერტო ბარბერა ვარაუდობს, რომ ეს „იქნება ერთ-ერთი ფილმი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებასს მიიპყრობს… არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ემოციური და ადამიანური მიზეზების გამო“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend