კატეგორიები

„სირცხვილია“ – ვუდი ალენს მოსკოვის კინოფესტივალში მონაწილეობის გამო აკრიტიკებენ

„სირცხვილია“ – ვუდი ალენს მოსკოვის კინოფესტივალში მონაწილეობის გამო აკრიტიკებენ
ოთხგზის ოსკაროსანი ამერიკელი კინორეჟისორი ვუდი ალენი მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობს.

89 წლის ალენი ღონისძიებაში დისტანციურად ჩაერთო, პუტინის მომხრე რუს რეჟისორ ფიოდორ ბონდარჩუკთან ერთად, სადაც მან დამსწრე საზოგადოებას რუსული კინოხელოვნებისადმი საკუთარი აღფრთოვანება გაუზიარა.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, როდესაც ალენს რუსეთში გადაღებების შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ არანაირი შეთავაზება არ მიუღია, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაში წინააღმდეგი არ იქნებოდა. კერძოდ, ისეთ სცენარზე მუშაობის, რომელიც მის მიერ მოსკოვში განცდილ კომფორტს ასახავს.

მოსკოვის კინოკვირეულში რეჟისორის ჩართულობას ცხარე კრიტიკა მოჰყვა. ეს ნაბიჯი დაგმო უკრაინის მთავრობამაც.

„ეს სირცხვილია და შეურაცხყოფას აყენებს იმ უკრაინელი მსახიობებისა და კინორეჟისორების მიერ გაღებულ მსხვერპლს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა მოკლეს ან დაჭრეს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

„პუტინის მხარდამჭერებისა და „რუპორების“ გამაერთიანებელ ფესტივალში მონაწილეობით, ალენი განზრახ ხუჭავს თვალს იმ სისასტიკეებზე, რომლებსაც რუსეთი უკრაინაში ყოველდღიურად, 11 წლის განმავლობაში სჩადის. კულტურა არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული დანაშაულის დასაფარად ან პროპაგანდის ინსტრუმენტად“, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

Related news
„ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი კუბის სანაპირო დაცვამ აშშ-ში რეგისტრირებულ ნავს ცეცხლი გაუხსნა
სხვა ამბები