კატეგორიები

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: „რუსები პრეზიდენტ ტრამპთან მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდნენ“

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: „რუსები პრეზიდენტ ტრამპთან მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდნენ“
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი პრეზიდენტ ტრამპთან „მნიშვნელოვან დათმობებზე“ წავიდა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის „აგრესიულმა და ენერგიულმა დიპლომატიამ“ სამწელიწად-ნახევრის შემდეგ კრემლს დათმობები და თავისი ძირითადი მოთხოვნების გადახედვა აიძულა.

ჯეი დი ვენსი დასძენს, რომ ვაშინგტონი ამ ომის დასარულებლად დიპლომატიურ პროცესებში თავისი კეთილი ნებითაა ჩართული და მაქსიმალურად ცდილობს მოლაპარაკებას როგორც მოსკოვთან, ისე კიევთან შუალედური პოზიციის მოსაძებნად, რადგან ეს ომი არც ევროპის და აშშ-ის ინტერესში არ შედის.

„ვფიქრობ, რუსები პრეზიდენტ ტრამპთან პირველად წავიდნენ მნიშვნელოვან დათმობებზე, სამწელიწად-ნახევრის შემდეგ. ისინი სინამდვილეში მზად იყვნენ მოქნილი ყოფილიყვნენ ზოგიერთ თავიანთ მოთხოვნასთან დაკავშირებით. მათ ისაუბრეს იმაზე, თუ რა იქნებოდა საჭირო ამ ომის დასასრულებლად. რა თქმა უნდა, ჯერ ეს ყველაფერი არ მიღწეულა, თორემ ომი აქამდე დასრულდებოდა. თუმცა ამ დიპლომატიურ პროცესში ჩვენი კეთილი ნებით ვმონაწილეობთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი მოლაპარაკება ვაწარმოოთ როგორც რუსებთან, ისე უკრაინელებთან, რათა ვიპოვოთ შუალედური პოზიცია მკვლელობების შესაჩერებლად. ვფიქრობ, პრეზიდენტი ცდილობდა ძალიან აგრესიული და ენერგიული დიპლომატიის გამოყენებას, რადგან ეს ომი არავის ინტერესებში არ შედის: არც ევროპის და არც შეერთებული შტატების. არ ვფიქრობთ, რომ ომის გაგრძელება რუსეთის ან უკრაინის ინტერესებშია. ამრიგად, გავაგრძელებთ ამ ომის დიპლომატიურად დასასრულებლად საჭირო გზების ძიებას“, – აცხადებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი.

24 აგვისტოს უკრაინამ დამოუკიდებლობის 34 წლის იუბილე აღნიშნა. კიევში, დამოუკიდებლობის აღნიშვნის ცერემონიას უკრაინაში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგიც დაესწრო.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები