კატეგორიები

თურქეთი ზანგეზურის დერეფნის ფარგლებში რკინიგზის მშენებლობას იწყებს

თურქეთი ზანგეზურის დერეფნის ფარგლებში რკინიგზის მშენებლობას იწყებს

თურქეთი ზანგეზურის დერეფნის ფარგლებში რკინიგზის მშენებლობას იწყებს. საუბარია 224 კილომეტრიან სარკინიგზო ხაზზე, რომლითაც თურქეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ყარსი, აზერბაიჯანის ნახიჩევანის რესპუბლიკას დაუკავშირდება.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით,რკინიგზა ყოველწლიურად  5 მილიონამდე  მგზავრის გადაყვანასა და 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას მოემსახურება.

პროექტის თანახმად, მშენებლობა 4 წელიწადში უნდა დასრულდეს. ამისათვის კი 2 მილიარდნახევარი ევროა გამოყოფილი, რომელსაც თურქეთი საგარეო ვალის ხარჯზე დააფინანსებს. ანკარაში იმედს გამოთქვამენ, რომ მშენებლობის აზერბაიჯანული ნაწილიც დროულად დასრულდება,რომ ისტორიული ინფრასტრუქტურული პროექტი მალე შევიდეს ექსპლუატაციაში.

დაკავშირებული ამბები
ლიბანსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები გარღვევის გარეშე დასრულდა, მხარეები ერთმანეთს 1 სექტემბერს შეხვდებიან იაპონელების ნაწილი სანაე ტაკაიჩის მთავრობის ახალ უსაფრთხოებით პოლიტიკას აპროტესტებს
სხვა ამბები