მთავარიამერიკააშშაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას ამოწმებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას ამოწმებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიზების მასშტაბური შემოწმების პროცესი დაიწყო, რომლის ფარგლებში  55 მილიონზე მეტი პირის მოქმედი ვიზის მონაცემებს გადაამოწმებს, რათა გამოავლინოს შესაძლო დარღვევები, ვიზის გაუქმებისა და დეპორტაციის საფუძვლები.

როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ იუწყება, ყველა ვიზის მფლობელის მონაცემებს მუდმივად ამოწმებენ.ვიზის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს დოკუმენტის ვადაგასულობა, დანაშაულებრივი საქმიანობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობა ან მათი მხარდაჭერა.

ვიზასთან დაკავშირებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ვიზა უქმდება, ხოლო თუ პირი უკვე იმყოფება აშშ-ში, ის დეპორტაციის რისკის წინაშე დგება.

მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, გაუქმდა 6000-ზე მეტი სტუდენტური ვიზაც ვადის გადაცილებისა და ადგილობრივი, შტატის და ფედერალური კანონების დარღვევების გამო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend