„წინ საინტერესო დრო გველის”, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ The Truth Social-ზე და ორაზროვან განცხადებას აქვეყნებს. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდერნტი აკრიტიკებს მის წინამორბედ, ჯო ბაიდენს იმის გამო, რომ უკრაინას მხოლოდ თავდაცვის საშუალბას აძლევდა, საპასუხო იერიშის კი არა. მისი თქმით, თითქმის შეუძლებელია მოიგო ომი ისე, რომ არ დაარტყა დამპყრობელ ქვეყანას.
„ძალიან ძნელია, თუ შეუძლებელი არა, მოიგო ომი ისე, რომ არ დაარტყა დამპყრობლის ქვეყანას. ეს ჰგავს დიად გუნდს სპორტში, რომელსაც ფანტასტიკური დაცვა აქვს, მაგრამ შეტევაზე თამაში ეკრძალება. მოგების შანსი არ არსებობს! ასეა უკრაინასა და რუსეთთანაც. გაიძვერა და სრულიად არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას საპასუხო იერიშის ნებას არ აძლევდა და მხოლოდ თავდაცვის ამარა ტოვებდა. რა შედეგი დადგა? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ომი არასდროს მოხდებოდა, რომ მე ვყოფილიყავი პრეზიდენტი. წინ საინტერესო დრო გველის“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.