კატეგორიები

ნიდერლანდები პოლონეთში ასობით ჯარისკაცსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის

ნიდერლანდები პოლონეთში ასობით ჯარისკაცსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის
მას შემდეგ, რაც პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის აღმოსავლეთში რუსული დრონის ჩამოვარდნის ფაქტი დაადასტურა, NATO-ს ტერიტორიის დაცვის მიზეზით, ნიდერლანდები პოლონეთში 300 ჯარისკაცს და Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გააგზავნის.

ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, რუბენ ბრეკელმანსი ადასტურებს. მისივე თქმით, ეს სისტემები განლაგდება პოლონეთის ტერიტორიაზე და ისინი უკრაინაში გასაგზავნად არაა განკუთვნილი.

იქამდე, თვის დასაწყისში, ხუთი საბრძოლო თვითმფრინავი პოლონეთში გერმანიამაც გააგზავნა. ასევე, ბერლინმა 270 ჯარისკაცი და 2 საბრძოლო თვითმფრინავი რუმინეთშიც გააგზავნა

დაკავშირებული ამბები
კიოლნი ფრანკო-გერმანულ მთავრობათაშორის შეხვედრას მასპინძლობს ზაპორიჟიესა და ოდესაზე მიტანილი რუსული იერიშები კვლავ მსხვერპლით დასრულდა
სხვა ამბები