მთავარიმსოფლიომოსკოვი მორიგ პირობას აყენებს

მოსკოვი მორიგ პირობას აყენებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი მზადაა შეხვდეს ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა კონკრეტული პირობებით. სერგეი ლავროვი კვლავ იმ პრეტენზიებზე აპელირებს, რომელითაც კრემლი უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილებას კითხვისნიშნისქვეშ აყენებდა.

კერძოდ დიპლომატის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის  კონკრეტული შეთანხმებების ხელმოწერი შემთხვევაში უკრაინულ მხარეს ლეგიტიმური ლიდერი უნდა წარმოადგენდეს. 25 წლის განმავლობაში ქვეყნის სათავეში მყოფი ვლადიმერ პუტინი კი ვოლოდიმირ ზელენსკის ასეთად არ მიიჩნევს.

„ჩვენს პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს,რომ მზადაა შეხვდეს მათ შორის ბატონ ზელენსკის, იმ დათქმით, რომ ყველა საკითხი, რომელიც უმაღლეს დონეზეა განსახილველი, იქნება დამუშავებული.  ექსპერტები და მინისტრები კი წარმოადგენენ შესაბამის რეკომენდაციებს, ასევე რაღა თქმა უნდა იმ დათქმით, რომ თუ და როდესაც საქმე  სამომავლო ხელშეკრულებების ხელმოწერაზე მიდგება, ამ დროისთის გადაწყვეტილი იქნება იმ პერსონის ლეგიტიმურობის საკითხი, რომელიც უკრაინული მხრიდან მოაწერს დოკუმენტებს ხელს”, -აჟღერებს ვლადიმერ პუტინის პოზიციას სერგეი ლავროვი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები რუსული აგრესიის მიზეზით ვერ ჩატარდა. ორშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტთან,  დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკრაინის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ღიაობა უკრაინაში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა უსაფრთხო გარემოში, და არა რუსული  საჰაერო იერიშების ფონზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend