იტალიის ქალაქ რიმინიში დააკავეს უკრაინის ის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია “ჩრდილოეთის ნაკადის” გაზსადენის აფეთქებაში. ამის შესახებ საუბრობს გერმანიის საგამოძიებო უწყება, რომელიც, თავის მხრივ, ძებნას აწარმოებდა.
ფედერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სერჰი კა, ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 2022-ი წლის 26-ს სექტემბერს, კოორდინაცია გაუწია ბალტიის ზღვაში იმ გაზსადენის აფეთქებას, რომელსაც რუსული გაზი გერმანიაში ჩაჰქონდა… ფაქტზე მალევე დაიწყო გამოძიება და 2-ი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ დამნაშავეები გაზსადენთან მოხვდნენ ერთ-ერთი იახტიდან და მას დაუმაგრეს ასაფეთქებელი მოწყობილობა. რუსეთი მომხდარში ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებდა, უკრაინა კი, თავის მხრივ, აფეთქების ბრძანების გაცემას უარყოფდა. გერმანული მედიის ინფორმაციით, აფეთქების უკან იდგნენ პრო-უკრაინული ჯგუფები, რომლებიც მოქმედებდნენ დამოუკიდებლად.