კატეგორიები

ხანძარი ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში

ხანძარი ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში

ესპანეთში, გალიციის ოურენსეს პროვინციაში მდებარე პატარა სოფლების მაცხოვრებლები ხანძრის ჩაქრობას თავიანთი ძალებით ცდილობენ.

სახანძრო მანქანების გამოჩენის შემდგომ, ადგილობრივებმა მეხანძრეებთან ერთად იმუშავეს, რათა ცეცხლი სან მილაოს სოფლის ცენტრამდე არ მისულიყო.

„ძალიან ცუდი ხილვადობაა. ძლიერი ქარია და ყველგან ცეცხლია. ვცდილობთ ჩვენი ძალებით შევაჩეროთ ხანძარი, თუმცა არ ვიცი რამდენად გამოგვივა“, -ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

ამ კვირაში ესპანეთი რამდენიმე მსხვილ ხანძარს ებრძოდა. ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ხანძრებით დატვირთული სეზონი იყო.

ათასობით მეხანძრე ჯარისკაცებისა და თვითმფრინავების დახმარებით  ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აგრძელებს. ხანძრებმა განსაკუთრებით დიდი ზიანი ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს მიაყენა. ქვეყნის მეტეოროლოგიურმა  სააგენტო AEMET-მა განაცხადა, რომ ხანძრის რისკი კვლავ „ძალიან მაღალია“ – განსაკუთრებით, გალიციის რეგიონში.

„ჩემს ოჯახს აქ მიწის ნაკვეთები აქვს. რა თქმა უნდა, ასეთ ხანძარს არ ველოდით. სიმართლე გითხრათ, რთული სიტუაციაა“, -ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

გალიციაში გაჩენილმა ხანძრებმა პატარა, მეჩხრად დასახლებული ქალაქები, ძალიან დააზიანა, რის გამოც ადგილობრივები იძულებულნი გახდნენ, მეხანძრეების მოსვლამდე თავად ჩაექროთ ცეცხლი.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის ჩასაქრობად ჩრდილოეთ ესპანეთში გერმანიიდანაც კი ჩავიდნენ.

ევროკავშირის ევროპული ტყის ხანძრების საინფორმაციო დაწესებულების მონაცემებით, ესპანეთში გაჩენილმა ხანძრებმა, რომლებმაც წელს 4 ადამიანი იმსხვერპლა, 382 000 ჰექტარზე მეტი ფართობი დაწვა. შედარებისთვის, ეს ფართობი ლონდონის მეტროპოლიტენის ზომაზე ორჯერ მეტია.

ხანძრების უმეტესობა ადამიანის საქმიანობით არის გამოწვეული.

ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ განაცხადა, რომ პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა ცეცხლის განზრახ თუ უნებლიედ გაჩენის ბრალდებით.

მეცნიერები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილება ევროპის ზოგიერთ ნაწილში სიცხისა და სიმშრალის სიხშირესა და ინტენსივობას ამძაფრებს, რაც რეგიონს ხანძრების მიმართ უფრო დაუცველს ხდის.

Related news
„ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება BREXIT-დან 6 წლის შემდეგ
სხვა ამბები