კატეგორიები

პარიზში, მონმარტრის რაიონის მაცხოვრებლები მასობრივ ტურიზმს ებრძვიან

პარიზში, მონმარტრის რაიონის მაცხოვრებლები მასობრივ ტურიზმს ებრძვიან

ეიფელის კოშკი, ნოტრ-დამის ტაძარი და ლუვრის მუზეუმი ყველაზე ცნობილი ადგილებია, რომლებსაც ტურისტები საფრანგეთის დედაქალაქში ჩასვლისას სტუმრობენ.

მაგრამ პარიზში არის „ძალიან ფრანგული“ და რომანტიკული ადგილი – მონმარტი, რომლის დათვალიერებაც ტურისტებს სულ უფრო და უფრო მოსწონთ.

ცნობილი გორაკის თავზე, სადაც საკრე-კერის ბაზილიკა პარიზის ჰორიზონტს ამშვენებს, მთელი მსოფლიოდან ათასობით ტურისტი ყოველდღიურად სტუმრობს ამ მხატვრული რაიონის ხალხმრავალ ქუჩებს.

თუმცა ეს მომხიბვლელი ადგილი ახლა ჭარბი ტურიზმის ზეწოლის ქვეშაა.

„მონმარტრში ცხოვრება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს დედაქალაქის გარეუბანია. აქ სრულიად ოჯახური, წყნარი ატმოსფერო იყო. ადრე ბერვი დაწესებულება იყო, ახლა მაღაზიები საერთოდ აღარ არის, ამიტომ ყველაფერი მიტანით უნდა შემოგთავაზონ. ერთადერთი ადგილი, რაც დარჩა, აფთიაქია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთთან ვურთიერთობთ. გარდა ამისა, მხოლოდ ტურისტული რესტორნებია, საეჭვო საკვებით. თოთხმეტი წლის განმავლობაში, ნელ-ნელა, ჩვენ ვხედავთ თუ როგორ შეიცვალა ყველაფერი უარესობისკენ. პარიზის მერიას ამაში დიდი წვლილი მიუძღვის”, -ამბობს ოლივიე ბარონი, ადგილობრივი მაცხოვრებელი

ბაზილიკას წელიწადში 11 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს – ეს კი ეიფელის კოშკის დამთვალიერებელთა რაოდენობაზე მეტია. ტერიტორიაზე ყოველდღიური ცხოვრება ტურისტულმა ჯგუფებმა, ფოტო რიგებმა და სხვა გასართობმა საშუალებებმა ჩაანაცვლა, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა შეწუხებულია.

„პარიზი საკმაოდ დატვირთული და სიცოცხლით სავსე ქალაქია. ვაშინგტონთან შედარებითაც კი, რომელიც ასევე ნამდვილად ცოცხალი ქალაქია” , -ამბობს ადამ დევიდსონი, ტურისტი აშშ-დან

ადგილობრივი კულტურა, როგორიცაა ყასბები, საცხობები და ბოსტნეულის მაღაზიები, ქრება და მათ ადგილს ნაყინის დახლები,  ჩაის გამყიდველები და სუვენირების მაისურების დახლები იკავებს.

პარიზმა, რომლის მოსახლეობაც 2 მილიონზე ოდნავ მეტია, თუ მის გაშლილ გარეუბნებს ჩავთვლით, ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს 48.7 მილიონი ტურისტი მიიღო – წინა წელთან შედარებით 2%-ით მეტი. პარიზის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების თქმით, 2025 წლის დასაწყისში დაჯავშნები ერთი მეხუთედით გაიზარდა, რაც კიდევ ერთი პოტენციურად რეკორდული სეზონის მანიშნებელია.

მონმარტრის მსგავსი სიტუაცია მთელ კონტინენტზე ვრცელდება. ვენეცია ახლა ერთდღიანი ექსკურსიებისთვის ქალაქში შესვლის საფასურს ითხოვს და ვიზიტორთა რაოდენობას ზღუდავს. ათენში კი ხელისუფლებამ აკროპოლისის ვიზიტორთა დღიური ლიმიტი დააწესა, რათა უძველესი ძეგლი ტურისტების რეკორდული რაოდენობისგან დაიცვას.

ურბანისტები ამბობენ, რომ ისტორიული უბნები რისკის ქვეშ არიან, გადაიქცნენ იმად, რასაც ზოგიერთი კრიტიკოსი „ზომბი ქალაქებად“ მოიხსენიებს — თვალწარმტაც, მაგრამ უსიცოცხლო ქალაქებად, რომელთა მაცხოვრებლებიც დროებითი ვიზიტორების გამო არიან განდევნილი.

Related news
„ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება BREXIT-დან 6 წლის შემდეგ
სხვა ამბები