კატეგორიები

„ურჩხული ჩვენს კარიბჭესთან” – მაკრონს პუტინის დაპირების არ სჯერა

„ურჩხული ჩვენს კარიბჭესთან” – მაკრონს პუტინის დაპირების არ სჯერა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „მტაცებელია“ და „ურჩხული ჩვენს კარიბჭესთან“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამშაბათს ფრანგულ ტელეარხ LCI-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ პუტინს „საკუთარი თავის გადარჩენისთვის ჭამა სჭირდება“.

„პუტინი იშვიათად ასრულებს თავის ვალდებულებებს“, – განუცხადა მაკრონმა მაუწყებელს. „ის მუდმივად დესტაბილიზაციის ძალა იყო. ის ცდილობდა საზღვრების შეცვლას თავისი ძალაუფლების გასაზრდელად“.

მაკრონმა თქვა, რომ არ სჯერა, რომ რუსეთი „დღეიდან დაუბრუნდება მშვიდობას და დემოკრატიულ სისტემას“.

ეს არ ნიშნავს, რომ საფრანგეთი „ხვალ თავდასხმის ქვეშ მოექცევა“, – თქვა მაკრონმა, – „მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს საფრთხეს უქმნის ევროპას… ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები“, -დასძინა მან.

18 აგვისტოს, ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაა. შეხვედრის

შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა უნდა გაიმართოს, სადაც ტერიტორიულ საკითხებს პირადად ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი განიხილავენ.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები