რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დიპლომატიური დინამიკა უპრეცენდენტოდ დიდია, თუმცა ჯერ ამას არ გაუცია მკაფიო პასუხი კითხვაზე – იქნება თუ არა მშვიდობა.
სასწორზე ბევრი რამ დევს, ყველაზე კონფლიქტური კი მათ შორის ტერიტორიებია, რომლის განხილვასაც ვოლოდიმირ ზელენსკი მხოლოდ ვლადიმერ პუტინთან თუ უშვებს.
კრემლში თანხმობაა, თუმცა კვლავ საკუთარი პირობებით. მათ დონალდ ტრამპს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეთანხმებულ სამმხრივ შეხვედრამდე, ომში მყოფი ორი პრეზიდნტის შეხვედრა ისურვეს. პირობებს კარნახობენ დელეგაციების შემადგენლობასთან დაკავშირებითაც.
“ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა გამოთქვეს თავიანთი ხედვები პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების სასარგებლოდ, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის. ამ მხრივ განხილულ იქნა იდეა იმის შესახებ, რომ საჭიროა შესწავლილ იქნას ორივე მხრიდან წარმომადგენლების დონის გაზრდა იმ წარმომადგენლების, რომლებიც მსგავს მოლაპარაკებებსი იღებენ მონაწილეობას”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საგარეო საკითხებში,იური უშაკოვმა.
ზელენსკის პრობლემა არ აქვს, მზადაა, ნებისმიერი ფორმატისთვის, თუ რუსეთისგან მშვიდობის მიღწევის ნებას წაიკითხავს. მის მსგავსად ამის ნაკლებად სჯერათ ევროპელებს, თუმცა ღრმად სჯერა ტრამპს. აშშ-ის პრეზიდენტი ამ ომს კვლავ მისი და ვლადიმერ პუტინის პერსონალურ ურთიერთობების ჭრილში უყურებს. მაკრონთან კულუარული საუბრები, რომელილც მედიაში არ უნდა გაჟღერებულიყო, ჩართული მიკროფონების წყალობით გაჟღერდა. აქ, ევროპელ ლიდერებთან დახურულ ფორმატში საუბრამდე, დონალდ ტრამპმა ფრანგ კოლეგას უთხრა, რომ პუტინი სავარაუდოდ მის გამო აპირებს გარიგების დადებას. სამმხრივი შეხვედრის ადგილზე ფიქრი რომ ახლა იწყება, ამას ისიც ადასტურებს, რომ ფრანგი პრეზიდენტის კითხვა “თუ სად?” ტრამპმა ღიად დატოვა.
“მე შემიძლია, დავურეკო პუტინს და დავთქვა სამმხრივი შეხვედრა. იცი, მე ვფიქრობ,რომ მას გარიგება სურს. მე ვფიქრობ, რომ მას გარიგება სურს ჩემს გამო. გესმის? რამდენადაც გიჟურად არ უნდა ჟღერდეს ეს”, – გადაულაპარაკა დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონს შეხვედრის დაწყებამდე.
შეხვედრამდე კი მკაფიო გახდა რამდენიმე საკითხი, რომელიც ვიწროდ უკრაინასა და დამზღვევ მექანიზმებს ეხებათ.
ახლა კიევს ხელთ უსაფრთხოების გარანტიების მთელი პაკეტი უჭირავს. ეს კი გულისხმობს, არა მხოლოდ ნატოს წამყვანი წევრი სახელმწიფოების ვალდებულებას უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში აგრესორს ალიანსის მე-5 მუხლის ჩარჩოში,ანუ კოლექტიურად უპასუხონ. არამედ აშშ-სთან ერთად დრონების ერთობლივ წარმოებასა და რაც მთავარია რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის შეიარაღების ყიდვას აშშ-სგან ევროპელების დახმარებით.
“უსაფრთხოების პაკეტის მეორე ნაწილია ამერიკული შეიარაღება, რომელიც პირადად ჩვენ არ გაგვაჩნია. ეს გულისხმობს თვითმფრინავებს, მათ საწინააღმდეგო სისტემებს და კიდევ უფრო მეტს. ეს პაკეტი ჩვენი შეთავაზებით 90 მილიარდ დოლარს ითვლის. მეორე ნაწილი კი გულისხმობს უსაფრთხოების გარანტიებს, ხოლო მესამე, დრონების წარმოება. ამასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ არსებობს შეტანხმება აშშ-ის ეზიდენტთან.კერძოდ,როდესაც გავხსნით ექსპორტს, ისინი შეისყიდიან უკრაინულ დრონებს.ჩვენს კომპანიებს ექნებათ ფული წარმოებისთვის და პროდუქციის გაზრდისთვის”, – თქვა შეხვედრის შეჯამებისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
განიხილება კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარების ყოფნის შესაძლებლობას ითვალისწინებს. მათ შორის ამერიკულის არსებობა გუშინ დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა. მართალია ამაზე კრემლში აქამდე უარს ამბობდნენ, თუმცა ვაშინგტონი ყველას ახსენებს, რომ დათმობებზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს. რუსეთსაც, მიუხედავად მისი მაქსიმალისტური მოთხოვნებისა, რომ უკრაინის ნახევრად მიტაცებული ტერიტორიები გაიფორმოს. კიევი ამაზე თანხმობას გამორიცხავს.
“თუ კონკრეტუკლად რას გულისხმობს აშშ-ის ჩართულობა ამ პროცესში – უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობა გრძელდება. უკრაინამ უნდა იცოდეს თუ რა გააკეთოს მომავალში, როგორი იქნება სიტუაცია ახალი გარანტიების პირობებში, რათა თავიდან აირიდოს ვლადიმერ პუტინის მორიგი აგრესია. რაც შეეხება ჯარებს – ესაა უკვე იმ დისკუსიების ნაწილია,რომელიც ახლა იწყება.შევეცდებით ეს საკიტხი შემდეგ ეტაპამდე გადავიყვანოთ უახლოეს დღეებში. ასევე ჩვენ განვიხილეთ ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოებითი გარანტიები უკრაინისთვის, ამაზე უფრო მეტი დეტალი დამუსავების პროცესშია”, – ამბობს ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე Fox News-თან ინტერვიუში.
ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ შესაძლოა სამმხრივი შეხვედრა მსოფლიომ აგვისტოს ბოლომდე იხილოს. ევროპელი ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის მასპინძლობისას, ოვალურ კაბინეტში გასულმა დონალდ ტრამპმა შეხვედრის შესახებ დასტური პირადად პუტინისგან მიიღო, თუმცა კრემლი მანევრირებისთვის სივრცეს მაინც იტოვებს. დღეს არ შემწყდარა რუსეთის საჰაერო იერიშები უკრაინის ქალაქებში. სწორედ ამიტომაა, რომ ევროპელი ლიდერების სკეპტიციზმი მოსკოვის მიმართ მაღალია. თუმცა ამ შეხვედრამ ბევრს დაუტოვა განცდა, რომ კონფლიქტში ახალი ფაზა იწყება.
“მნიშვნელობანია, რომ სამწელიწადნახევრის შემდეგ, რა დროსაც რუსეთისგან დიალოგის არანაირი სიგნალი არ გვინახავს და მხოლოდ კიევის კაპიტულაციის მოთხოვნებს ვისმენდით დღეს უკვე გამოჩნდა დიალოგის იმედი. რატო,მ? ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციისა რომელიც უკრაინელი ხალხის სიმამაცის დამსახურებაა, და იმის გამო, რომ დასავლეთმა აჩენა ერთობა უკრაინის ირგვლივ.დასავლური ერთობა არის საშუალება,რომელზეც მშვიდობა და სამართლიანობა უნდა ავაგოთ”, – თვლის იტალიის პრემიერი, ჯორჯა მელონი.
“არსებობს ერთობის განცდა ევროპელებს, აშშ-ის პრეზიდენტსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.ამასთან, ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგი : “ერთი ეს ეხება უსაფრტხოების გარანტიებს და თანხმობას იმის შესახებ,რომ მსურველტა კოალიციის 30 ქვეყანა უკვე აშშ-სთან ერტად იმუსავებს. მეორე კი ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის, რომელსაც მოჰყვება სამმხრივი ფორმატი პრეზიდენტი ტრამპის ჩართულობით. ეს კი არის იმის აღიარება, რომ იქნება ეს ტერიტორიული საკიტხები, პატიმრების გაცვლა, გატაცებული ბავშვების დაბრუნება, აქ უკრაინა უნდა იჯდეს მაგიდასთან”,-აღნიშნავს დიდი-ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი.
ვაშინგტონში გამართული წარმატებული ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების შემდეგ თეთრ სახლში მყოფმა ევროპელმა ლიდერებმა დისკუსიების შინაარსი “მსურველთა კოალიციის” სხვა წევრებსაც გააცნეს.
სხვების მსგავსად ისინიც იმ თარიღის მოლოდინში არიან, რა დღესაც თითქმის 4 წლიანი ომის განმავლობაში პირველად ვოლოდიმირ ზელენსკი აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ერთი-ერთზე შეხვდება.
