მთავარიამერიკააშშ„რუსეთმა უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც აქვს უფლება...

„რუსეთმა უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც აქვს უფლება დაიცვას თავი”, – მარკო რუბიო

ვაშინგტონის ბოლო გზავნილებიდან ჩანს, რომ ამჟამად რუსეთის ფედერაციასთან საუბარი აღარ მიდის ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტაზე, არამედ აქცენტი სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე კეთდება.

ეს კი იმ ტერიტორიულ საკითხებს ეხება, რომელთა კომპლექსურობამაც ომის დასრულების ყველა მცდელობა აქამდე წარუმატებელი გახადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი,მარკო რუბიო აცხადებს,რომ ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა არსად გამქრალა, თუმცა ახლა ის უფრო ფართო მიზნის ნაწილია, რომელიც ამ კონფლიქტის დასრულებას ეხება.

დიპლომატის განცხადებით, საომარი მოქმედებების შესაჩერებლად ორივე მხარეს მოუწევს დათმობებზე წასვლა, თუმცა გამორიცხავს, რომ ეს რომელიმე მხარეს კაპიტულაციას გულისხმობდეს.

მარკო რუბიო ხაზს უსვამს, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე ვაშინგტონი და ევროპა აქტიურად მუშაობენ. მისი თქმით, საბოლოო გარიგების ერთერთი საკვანძო საკითხი სწორედ კიევისთვის მინიჭებული გარანტიები იქნება.

“ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა მაგიდიდან არავის აუღია, მაგრამ პრეზიდენტი თვლის, რომ საუკეთესო გზა კონფლიქტის დასასრულებლად  სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმება. ამას გზად ცეცხლის შეწყვეტა სჭირდება? -ჩვენ ამას ადვოკატირება უკვე გავუწევთ. სამწუხაროდ რუსები ამჟამად ამ პირობას არ თანხმდებიან, მაგრამ იდეა რისკენაც ვისწრაფვით არა ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ამ ომის დასრულებაა. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენი მიზანია, რუსეთი დავითანხმოთ სამშვიდობო შეთანხმებაზე, როგორც კი მას დავუწესებთ სანქციებს, ჩვენ ამის შესაძლებლობას დავკარგავთ. ეს ომი მხროლოდ უარესდება და ის უნდა შეჩერდეს.  ესაა პრიორიეტი. უკრაინისთვის უნდა არსებობდეს  უსაფრთხოების გარანტიები, ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნაა. თუ ეს ომი დასრულდება, უნდა დავრწმუნდეთ, რომ აღარასოდეს განმეორდება. უკრაინას არ სურს, 3-4 წლის შემდეგ ისევ იომოს, თუ როგორი სტრუქტურა ექნება ამ უსაფრთხოების გარანტიებს, რა როლი გვექნება მასში ჩვენ – ამაზე მუშაობა გრძელდება. ეს იქნება სწორედ  გარიგების საკვანძო საკითხი. იმისათვის, რომ სამომავლოდ მშვიდობამ დაისადგუროს, რუსულმა მხარემ უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც აქვს უფლება დაიცვას თავი და შევიდეს ალიანსებში სხვა ქვეყნებთან – რა კონსტრუქცია ექნება ამას,როგორ აშენდება და რას დავუძახებთ ამ გარანტიებს – ამაზე მსჯელობა გაგრძელდება მომდევნო დღეებში, მათ შორის ევროპელ ლიდერთან, ნაწილთან სატელეფონო საუბრები უკვე გქვონდა”, -აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend