მთავარიევროპარუსეთირუსეთი ამტკიცებს, რომ „ყირიმის ხიდზე თავდასხმა” აღკვეთა

რუსეთი ამტკიცებს, რომ „ყირიმის ხიდზე თავდასხმა” აღკვეთა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მოსკოვმა „ყირიმის ხიდზე უკრაინის სპეცსამსახურების ტერორისტული თავდასხმის მორიგი მცდელობა აღკვეთა“.

უწყების განცხადების თანახმად, უკრაინული სპეცსამსახურები ხიდის აფეთქებას გეგმავდნენ ავტომობილში დამონტაჟებული დიდი სიმძლავრის ბომბის გამოყენებით. რუსეთის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ უკრაინიდან რუსეთში მოსახვედრად, Chervolet-ის მარკის ავტომობილმა გადაკვეთა რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ლარსი“, საიდანაც მისი გადაყვანა იგეგმებოდა კრასნოდარის ოლქში.

უწყების ვერსიით, მანქანა სხვა მძღოლისთვის უნდა გადაეცათ, რომელსაც არაფერი უნდა სცოდნოდა ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობის შესახებ. მოსკოვის მტკიცებით, ყირიმის ხიდზე გავლისას, სატრანსპორტო საშუალება უნდა აფეთქებულიყო, ხოლო მძღოლი „უნებლიე თვითმკვლელ ტერორისტად ქცეულიყო“.

განცხადების მიხედვით, რუსულმა მხარემ „თავდასხმის მომზადებაში ბრლადებული“ ყველა პირი დააკავა და მათი „უმკაცრესად დასჯის“ პირობა დადო. ამავე განცხადებაში მოსკოვი უკრაინის ხელისუფლებას „ტერორისტებსა“ და „კიევის რეჟიმს“ უწოდებს.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან არც კიევში და არც თბილისში.

საგულისხმოა, რომ საქართველოს გავლით ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდების შესახებ განცხადება მოსკოვმა გაავრცელა 2022 წლის ოქტომბერშიც. მაშინ ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა. მოსკოვმა ბრალი წაუყენა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს, რომელიც 2024 წელს რუსეთმა ძებნილ პირთა სიაში შეიყვანა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend