მთავარიმსოფლიორა გავიგეთ დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენციიდან?

რა გავიგეთ დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენციიდან?

თუ უკრაინელ და ევროპელ ლიდერებთან ოვალურ კაბინეთში შეხვედრა კარგად წარიმართება, შემდეგ ნაბიჯად აშშ-ის პრეზიდენტი სამმხრივ შეხვედრას განიხილავს (საუბარია შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შირს).

თარიღი არ დასახელებულა, თუმცა ცნობილია, რომ შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპის ზარს კრემლში მისი კოლეგა ელის.

აშშ აპირებს შეხვედრაზე ევროპელ ლიდერებს კონკრეტული შეთავაზებები გაუკეთოს. ამასთან ის ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად, უკრაინასა და რუსეთს შორის გრძელვადნიანი მშვიდობის მიღწევაზე იქნება ორიენტირებული.

დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, უსაფრთხოების გარანტიის სახით უკრაინაში ამერიკული ჯარების გაგზავნას. ჟურნალისტის კითხვის პასუხად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ამაზე პასუხი დღის ბოლოს გახდეს ცნობილი. პრეზიდენტი ტრამპის თქმით, უსაფრთხოების გარანტიებში ჩართული იქნება როგორც აშშ-ი, ისე ევროპა.

ჯერჯერობით უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის სახით, ნატოს მე-5 მუხლის გავრცელების საკითხი არ განხილულა. დონალდ ტრამპის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი განხილვის თემა მრავალმხრივ შეხვედრაზე.

აშშ-ის პრეზიდენტი აღნისნავს,რომ ნებისმიერ შემხთევავში უკრაინას პარტნიორები, აშშ-სთან ერთად მისცემენ ძალიან მყარ სუსაფრთხოების გარანტიებს.

დონალდ ტრამპი კვლავ დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება სურს. ამასთან აღიარა, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულება მარტივი ეგონა, თუმცა შეცდა.

ვოლოდიომირ ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინა ღიაა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის, თუმცა უსაფრთხო გარემოში.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:35
spot_imgspot_img
Send this to a friend