მთავარიაზიაღაზაისრაელი ღაზის სექტორზე იერიშებს აგრძელებს

ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშებს აგრძელებს

ისრაელი აგრძელებს იერიშს ღაზის სექტორზე.  ქალაქ ხან-იუნისის თავზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა. ერთ-ერთი საავადმყოფოს წარმომადგენლები ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობისა და არასრულფასოვანი კვების შემთხვევების ზრდის შესახებ საუბრობენ.

ისრაელის გაერთიანებული შტაბის უფროსმა 14 აგვისტოს განაცხადა, რომ არმია ასრულებს მოსამზადებელ სამუშაოებს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების გასაფართოებლად.

ეიალ ზამირის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა გასულ პარასკევს დაამტკიცა გეგმა ქალაქ ღაზის დაკავებასთან დაკავშირებით. პალესტინელები შიშობენ, რომ ვითარება კიდევ უფრო მეტად გამწვავდება.

„ამ დღეებში ისრაელის თავდაცვის ძალები დაასრულებენ მზადებას ღაზის სექტორში შეტევითი ოპერაციის გასაფართოებლად, რაც გამოიწვევს ღაზის სექტორში „ჰამასის“ შესაძლებლობების შეზღუდვას  როგორც სამთავრობო, ისე სამხედრო თვალსაზრისით. კამპანია დასრულდება მაშინ, როდესაც ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებასა და ჩვენს მომავალს. ყოველთვის, განსაკუთრებით კი ომის დროს, პოლიტიკურ და სამხედრო ეშელონებს შორის ურთიერთობა ეროვნული უსაფრთხოების ცენტრალური ღერძია. ურთიერთნდობა და სრული თანამშრომლობა წარმატების საწინდარია“, – აცხადებს ისრაელის გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირი.

ისრაელის ომმა ღაზაში ათიათასობით ადამიანი იმსხვერპლა, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იძულებით გადაასახლა, უზარმაზარი ტერიტორიები გაანადგურა, მოსახლეობა კი შიმშილამდე მიიყვანა.

განმეორებითი მასშტაბური სახმელეთო ოპერაციის დრო ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ეს ნაბიჯი ათასობით ჯარისკაცის მობილიზებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით ევაკუაციას მოითხოვს, რაც ნამდვილად გააუარესებს ღაზაში ჰუმანიტარულ კრიზისს.

ამასთან, გრძელდება ღაზაში საჰაერო გზით დახმარების მიწოდება, თუმცა 100-ზე მეტი არაკომერციული ჯგუფი ისრაელს ღაზაში დახმარების იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს.

როგორც ცნობილია, რამდენიმე ქვეყანამ  პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების გადამწყვეტ ფაქტორებად ისრაელის მიერ დახმარების შეზღუდვა და ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გაუარესება დაასახელა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:26
spot_imgspot_img
Send this to a friend