კატეგორიები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინშია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინშია
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა. მას გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი დახვდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი მასთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ევროპელი ლიდერების და ნატოს გენერალური მდივნის ვიდეოკონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრების ამ სერიას ალასკაში, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე 2 დღით ადრე ფრიდრიხ მერცი მართავს.


მას სურს, ევროპელი და უკრაინელი ლიდერების მოსაზრებების მოსმენა იქამდე, ვიდრე პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან და სავარაუდოდ, უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გზას განიხილავენ.

უკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მის მთავრობას ალასკაში დაგეგმილ სამიტამდე 30-ზე მეტ პარტნიორს ესაუბრა, თუმცა კიდევ ერთხელ გამოთქვა ეჭვი მოლაპარაკებების დროს რუსეთის პრეზიდენტის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

Related news
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული შეკავების განახლებულ ხედვას წარადგენს უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა
სხვა ამბები