მთავარიაზიაღაზაღაზის სექტორზე თავდასხმას 100-მდე პალესტინელი ემსხვერპლა

ღაზის სექტორზე თავდასხმას 100-მდე პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის თავდაცვის ძალები განაგრძობენ ღაზის სექტორზე იერიშების მიტანას. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 100-მდე პალესტინელი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, 69 პირი ავიადარტყმებს ემსხვერპლა, 31 პირს კი დახმარების მიწოდების პუნქტთან ესროლეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ისრაელელმა სამხედროებმა იქ შეკრებილ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს.

ამასთან გაეროში უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარების შესახებ საუბრობენ. ღაზაში არსებულ მდგომარეობა ერთობლივ განცხადებაში ასევე დაგმეს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ესპანეთმა.

ისრაელი აცხადებს, რომ ის მხოლოდ გაფრთხილების მიზნით ისვრის და მისი სამიზნე არ არის მშვიდობიანი მოსახლეობა.

ღაზის სექტორს პარაშუტებით აწვდიან ჰუმანიტარულ დახმარებას, 12 აგვისტო, 2025 წელი Copyright AP Photo

გაეროში აცხადებენ, რომ ღაზის თითქმის 2-მილიონიანი მოსახლეობის 90 პროცენტი შიმშილის საფრთხის წინაშეა.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ორშაბათს, 11 აგვისტოს, საკვების უქონლობის გამო კიდევ ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, რითაც შიმშილით გამოწვეული სიკვდილიანობის საერთო რაოდენობა 227-ამდე გაიზარდა, მათ შორის 103 ბავშვია.

სამშაბათს, 12 აგვისტოს, შუადღისას, დიდმა ბრიტანეთმა თავის 27 მოკავშირესთან ერთად გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაგმო ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების გაუარესება.

განცხადებაში, რომელსაც მხარს უჭერენ საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი, ისრაელის მთავრობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები ჰუმანიტარული მდგომარეობის გამოსასწორებლად.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:26
spot_imgspot_img
Send this to a friend