მთავარიმსოფლიოევროპაევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ძლიერი სიცხეა

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ძლიერი სიცხეა

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ძლიერი სიცხეა. მაგალითად, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, ტურისტები და ადგილობრივები გაგრილებას სხვადასხვანაირად ცდილობენ, ზოგი მზისგან დასაცავად ქოლგას იყენებს, ზოგი მინი ვენტილატორს, ზოგიც უბრალოდ ნაყინს მიირთმევს.

ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ქვეყანაში მაღალი ტემპერატურა ორშაბათამდე გაგრძელდება. თუმცა მათ ასევე თქვეს, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში ტემპერატურა ოდნავ დაიკლებს, და შემდეგ კი მნიშვნელოვნად მოიმატებს.

ქვეყნის ხუთ რეგიონში ძლიერი სიცხის გამო განგაშის წითელი დონეც გამოცხადდა, სევილიაში 42 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.

„მადრიდში ძალიან ცხელა, განსაკუთრებით მზეზე.  ქუჩებში გაუსაძლისი სიცხეა”, – ამბობს ტურისტი ანალიზა ვასკესი .

„ ქუჩებში ძალიან ცხელა, ამიტომ ჩემთვის უფრო მეტად კომფორტულია დიდ მაღაზიებში საყიდლებზე სიარული, ვიდრე გარეთ, რადგან მაღაზიებში გაგრილების სისტემაა”, – ამბობს სტუდენტი პაულა მარტინი.

ძლიერი სიცხეა სერბეთშიც. მაგალითად, ბელგრადში ტემპერატურამ 34 გრადუსს მიაღწია. ხალხი ძლიერ სიცხეს ჩრდილში ყოფნითა და წყლის დალევით ებრძვის.

„ყოველ დილით, დაახლოებით დილის 9 საათზე მოვდივართ და შუადღის სამ ან ოთხ საათამდე ვრჩებით. ხან მზეზე ვწევართ, ხან ვცურაობთ, ვგრილდებით“- ამბობს ბელგრადის მცხოვრები ზდრავკო სევომ.

თუმცა არის ხალხი ვისაც სიცხე დიდად არ აწუხებს.

„დღეში სამჯერ ან ოთხჯერ შევდივარ  საცურაოდ, ხან ნაპირზე გაზეთებს ვკითხულობ. სიცხე დიდად არ მაწუხებს“,- ამბობს ადგილობრივი ბრანკ რადეცი

ძლიერი სიცხის გამო, სერბეთის მეტეოროლოგიური სამსახური ხალხს სახლში დარჩენისკენ  და ნაკლები ფიზიკური აქტივობისკენ მოუწოდებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend