მთავარიევროპაუკრაინაუკრაინამ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის ობიექტებზე დრონებით მიიტანა იერიში

უკრაინამ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის ობიექტებზე დრონებით მიიტანა იერიში

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორშაბათს, 11 აგვისტოს, რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით მიიტანეს იერიში.

მათი სამიზნე იყო თავდაცვითი მრეწველობის ობიექტებიც, რომელთაგან ზოგიერთი უკრაინის საზღვრიდან ათასობით კილომეტრში მდებარეობს.

ადგილობრივი გუბერნატორის თქმით, ნიჟნი-ნოვგოროდის რეგიონში აერონავტიკის ქარხანაზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა,  ორი კი დაშავდა. ორი ადამიანი დაიღუპა ტულის რეგიონშიც.

თავდასხმა იყო ასევე კომის რესპუბლიკაში, უკრაინის საზღვრიდან თითქმის 2000 კილომეტრში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

ამავდროულად, საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, რუსების მიერ უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიაზე მიტანილი იერიშის შედეგად დაშავდა 20 მშვიდობიანი მოქალაქე, თითქმის მთლიანად განადგურდა სამოქალაქო შენობა, მანქანები და ახლომდებარე სახლები, ასევე სამედიცინო დაწესებულება.

კლინიკაში დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა დაზიანდა დაახლოებით 200 ფანჯარა, კაბინეტები, პალატები და სამედიცინო აღჭურვილობის ნაწილი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend