კატეგორიები

ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა” ისრაელს საკუთარი ჟურნალისტების განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს

ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა” ისრაელს საკუთარი ჟურნალისტების განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს

„ალ-ჯაზირა” აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის იერიშის შედეგად მათი ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა.

ტელემაუწყებლის განცხადებით, მისი ცნობილი კორესპონდენტი, ანას ალ შარიფი, იმ ხუთ ჟურნალისტს შორის იყო, რომლებიც კვირას გვიან ღამით ღაზის ქალაქ ალ-შიფას საავადმყოფოსთან ახლოს ისრაელის დარტყმის შედეგად დაიღუპნენ. ინციდენტი ტელეარხმა მიზანმიმართულ იერიშად შეაფასა.

ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, ჭურვი საავადმყოფოს ტერიტორიის მახლობლად მდებარე „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ კარავს მოხვდა.

„ალ-ჯაზირას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი თანამშრომლების, მათ შორის კიდევ ერთი კორესპონდენტისა და ორი ოპერატორის მკვლელობა „პრესის თავისუფლებაზე კიდევ ერთი აშკარა და წინასწარ განზრახული თავდასხმა“ იყო.

ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს ეს ინფორმაცია და განაცხადეს, რომ ალ-შარიფი „ჟურნალისტის როლს თამაშობდა. რეალურად კი იგი „ჰამასის“ წევრი იყო.  თავად ალ-შარიფი და მისი ტელეარხი, „ალ ჯაზირა“, ამ ბრალდებას უარყოფდნენ.

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა გასულ თვეს შეშფოთება გამოთქვა, რომ არ არის დაცული მისი უსაფრთხოება და  ის ისრაელის სამხედროების დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნეა.

„ალ ჯაზირას“ წამყვანმა განაცხადა, რომ მაუწყებლის ოთხი ჟურნალისტი ისრაელის მიზანმიმართული დარტყმის შედეგად დაიღუპა.

 

Related news
გაეროში აცხადებენ, რომ ღაზაში მცხოვრები პალესტინელები რამადანს მძიმე პირობებში აღნიშნავენ გაერო ისრაელს მოუწოდებს, უზრუნველყოს ღაზის სექტორზე უფრო მეტი წვდომა
სხვა ამბები